• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს სპექტაკლი 4 მთავარი მიზნით დაიდგა” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
17:30 10-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
311

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის საინტერესო არ არის საკონსტუტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვა და იმპიჩმენტის პროდურის დეტალები. მეორეხარისხოვნად მიმაჩნია სანახაობა, რომელსაც საკუთარი ეგოს დაკმაყოფილების მიზნით იყენებენ სხვადასხვა რანგისა და სხვადასხვა ფსიქიკური მდგომარეობის იურისტები.
ჩემთვის ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია კითხვა – რატომ გახდა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება აუცილებელი? რამ მიიყვანა ჩვენი პოლიტიკური სისტემა იმპიჩმენტის გამოცდამდე?
მოკლედ, კონსტიტუციის ორ მუხლს შორის არსებულ ურთიერთმიმართებაზე, იურიდიულ ჩხირკედელაობასა და პედანტიზმზე ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია პასუხის მიღება კითხვაზე: რატომ არ მისცა საქართველოს მთავრობამ ჩვენს პრეზიდენტს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის უფლება?
ამ კითხვაზე “ქართული ოცნების” პასუხი არადამაჯერებელი და აბსურდულია. ისინი ამტკიცებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში სახელს უტეხდა მთავრობას და ცდილობდა, რომ ლიდერებს უარი ეთქვათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
თუ უბრალოდ თვალს შევავლებთ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლებს საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტში მარტივად დავასკვნით, რომ პრეზიდენტის რიტორიკა ქვეყნის შიგნით და გარეთ ურთიერთგანსხვავებულია. საქართველოში ის მკაცრად აკრიტიკებს “ქართული ოცნების” უკომპრომისო, კონფლიქტურ, ძალაუფლების სამუდამოდ შენარჩუნებასა და მაქსიმალურ გაფართოებაზე მიმართულ პოლიტიკას; ქვეყნის გარეთ კი ძირითად აქცენტს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე სვამს, ქვეყნის დამსახურებებზე საუბრობს. მოკლედ, ის ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მსგავსად არ ეწევა მავნებლურ პოლიტიკას ევროპულ დედაქალაქებში და ლანძღვა-გინებით არ იკაფავს გზას. ზოგიერთივით მას არასდროს უთქვამს – კარგი იქნება თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ხალხი გამწარდება, მოვაწყობთ რევოლუციას და ახალ მთავრობას ერთ დღეში გაუფორმებენ კანდიდატობასო. სალომე ზურაბიშვილსა და სალომე სამადაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ვერაგული პროპაგანდისტული ხრიკია.
სინამდვილეში იმპიჩმენტის პროცედურა იმიტომ კი არ დაიწყო, რომ კობახიძესა და მის მონებს კონსტიტუციის სული უყვართ, მასზე გიჟდებიან…
ეს სპექტაკლი რამდენიმე მთავარი მიზნით დაიდგა:
1. სტატუსის მიღების შემთხვევაში, აბსოლუტურად უნდა გამოირიცხოს სალომე ზურაბიშვილის დამსახურება.
2. არავინ არ უნდა იყოს დამოუკიდებელი ფიგურა. ყველა ისე უნდა იქცეოდეს, თითქოს ირაკლი კობახიძის კურსელი, ნათლიმირონი ან მისგან დავალებული, მასზე დაქვემდებარებული, მასზე ყურებამდე შეყვარებული ადამიანია.
3. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის ოფიციალურად გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომლის პრიორიტეტი დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. მაგრამ პრეზიდენტი უსარგებლო მოასპარეზეა “ქართული ოცნების” არაოფიციალური საგარეო პოლიტიკისათვის, რომელსაც ჩვენ “დასავლეთთან ხიდების დაწვის”, “დასავლეთისგან იზოლაციის” ან “ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ ძალებთან დაახლოების საშუალებით დასავლეთთან დაპირისპირების” პოლიტიკას ვუწოდებთ. (კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დასავლეთის კრიტიკა, მასთან დაპირისპირება, იდიოტი ევროპარლამენტარებისთვის სიტყვის შებრუნება, ევროკომისიასთან საგნობრივი კონფლიქტი აუცილებელია, მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს სტრატეგიული კურსის ცვლილება).
4. ორი თვე უნდა ვილაპარაკოთ ერთსა და იმავე თემაზე.”
თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved