მწერალი, ლაშა ბუღაძე:
ეს თუ მართლა თქვა ამ კაცმა – და როგორც ჩანს, მართლა თქვა – ქურდული კანონებით ცხოვრების მოწოდება მორალის რაიმე კანონს ექვემდებარება თუ აღარაფერი დარჩა ზნეობრივი ამ ქვეყანაში?! და როგორი გავლენა ამას არა მხოლოდ დაკომპლექსებულ ზრდასრულ მამრებზე, რომლებიც ამათი მუშტებით პროეცირებენ თავიანთ უძლურებასა და ბოღმას, არამედ ახალგაზრდებზე?! რა არჩევანი რჩება ახალ თაობას? – ქოლცენტრებში თაღლითობა, “კავკასიურ” და ქურდულ “ზაკონებში” ცხოვრება და მერე რუსულ სამყაროში ინტეგრირება?.. განა ეს მარტო საქართველოს უბედურებაა ახლა, მაგრამ იქნებ აქ მაინც გვახსოვდეს, რომ ეს აგრესიული პრიმიტიულობა და ძალისა და ფულის მორჩილება – არ არის ღირებულება!.. სიმხეცის და უვიცობის ფეტიშიზაცია… ნეტა ვისთვის ვწერ ამასაც… აქ კი ხალხი ნაივურად მოუწოდებდა – სინდისის პატიმარ რეზო კიკნაძის ხმა გაიგონეო…
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა თქვა:
“თუ ვინმეს რამე კითხვები უჩნდება, ეს უნდა გადავწყვიტოთ როგორც ნამდვილმა კაცებმა.
მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ საიდან ვართ. ჩვენ ვართ კავკასიელები და ჩვენ გვყავს უფროსი ძმები, ჩვენ გვყავს, თუნდაც ვორ ვ ზაკონ”











კომენტარები