• რეკლამა
  • კონტაქტი
06:32, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს სესხი არაფრით უკავშირდებოდა რიკოთის გზების მშენებლობას, მაღალი ალბათობით პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ დავავალე ადმინისტრაციას და ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:17 09-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

საქართველოს მთავრობა წყვეტს როდის აიღოს სესხი და როდის არ აიღოს სესხი, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება და შესაბამისად, მგონი კითხვები არ არსებობს, ჩვენ განმარტება გავაკეთეთ და ჩვენს მოსახლეობას ავუხსენით, თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა საგარეო ვალის ეტაპობრივად შემცირება და იმ სესხებზე თქვა უარი, რომელთა არაღებაც ქვეყანას რაიმე პრობლემას არ შეუქმნის.

„ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით, მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა ვალზეა საუბარი, როგორ არის დიფერენცირებული ეს ვალები და საერთოდ როგორ მართავს მთავრობა მთელს ამ პროცესს. ვფიქრობ, ძალიან გადაჭარბებულია შეფასება იმის თაობაზე, თითქოს მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი, კარგია, რომ სიტყვა შევცვალეთ და დახმარების ნაცვლად ვთქვით ვალი. დიახ, ვალია, სესხია და ევროპული ვალი კი არა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო. ჩემს განცხადებაშიც იყო და ჩემმა კოლეგებმაც არაერთხელ განმარტეს, რომ მთავრობამ გადაწყვიტა საგარეო ვალის ეტაპობრივად შემცირება და იმ სესხებზე თქვა უარი, რომელთა არაღებაც ქვეყანას რაიმე პრობლემას არ შეუქმნის, ეს ერთი, მეორე – ამ კონკრეტულმა სესხმა შეიძინა განსაკუთრებული, პოლიტიკური დატვირთვა და მით უმეტეს საარჩევნო კამპანიის დროს, ნახეთ, როგორ სპეკულირებდნენ ჩვენი ოპონენტები ამ სესხით. და მესამე – სესხი იყო დაკავშირებული სასამართლო რეფორმასთან, მოსამართლეების დანიშვნასთან, ასეთი წვრილმანებზე როდესაც ვკონცენტრირდებით და ხაზს ვუსვამთ ურთიერთობას ევროკავშირთან, ვფიქრობ, ეს არის დამაკნინებელი და დამაზიანებელია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, რადგან ჩვენ გაცილებით უფრო მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროკავშირთან, ვიდრე ეს ერთი ცალკე აღებული კონკრეტული სესხის ნაწილი. 75 მილიონი ევრო რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას არ იძენს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა აჩერებს ან გადახედავს ევროკავშირთან ურთიერთობას ამ მიმართულებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა ევროკავშირთან, საფინანსო ინსტიტუტებთან, დონორებთან, რომლებიც წლებია, საქართველოს ეხმარებიან. ჩვენ გვაქვს ეს აწყობილი ურთიერთობა და ამას წარმატებით გავაგრძელებთ. ეს სესხი არაფრით უკავშირდებოდა რიკოთის გზების მშენებლობას, აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ მაღალი ალბათობით პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ დავავალე ადმინისტრაციას და ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით. ზედმეტი დრამატიზება და ჩვენი მოსახლეობის დაძაბვა საჭირო არ არის, პრეზიდენტს თავისი აზრი აქვს, მას შესაძლოა, განსხვავებული აზრი გააჩნდეს, ეს მისი უფლებაა, ჩვენ ასე ვხედავთ, სააკაშვილი სხვანაირად ხედავს და თქვენ სხვანაირად ხედავთ. სამი დღეა, მოსახლეობას ვასმენინებთ რაღაც უაზრო განმარტებებს, აღარ არის საჭირო. ხალხმა გაიგო, რომ ეს არის სესხი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პარადოქსულია ევროპის სესხზე უარის თქმა და რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება – პრეზიდენტი
თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved