აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბელარუსში განვითარებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
„ეს საშინელია. საშინელი სიტუაციაა ბელარუსში. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ ამას თვალს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, ბელარუსში პოლიტიკური კრიზისი 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს, რომლის თანახმადაც გამარჯვება კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა.
კომენტარები