ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია განცხადებით ეხმაურება:
“მივესალმები ევროპარლამენტის მოწოდებას მიმდინარე წელს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე რეზოლუციის მისაღებად. ეს არის დამსახურებული გადაწყვეტილება და ომის მიუხედავად, რეფორმების დღის წესრიგისადმი უკრაინის მთავრობის ერთგულების შედეგი.
საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი, ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, აქტიურად იმუშაოს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე და მიიღოს ყველა ზომა, რომ ერთ დროს ასოცირების ტრიოს ლიდერი საქართველო, არ ჩამორჩეს უკრაინას და მოლდოვას!“
ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.
კომენტარები