• რეკლამა
  • კონტაქტი
07:45, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს სადისტი არაკაცები, ღორივით გამკერეს, რატომ დაწერე პოსტიო” – რა შეემთხვა ვივამედში მელორ ვაჩნაძეს?

ალია ავტორი - ალია
16:35 03-28-2024
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,077
სამოქალაქო აქტივისტი, მელორ ვაჩნაძე, რომელიც ავარიაში მოყვა ცოტა ხნის წინ, წერს, რომ მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა კლინიკა ვივამედში, მათ შორის, მეორე ოპერაცია, მხოლოდ მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც საჯაროდ დაწერა, რომ გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა, რადგან რკინის ფირფიტის სამაგრები, რომლებიც ოპერაციისას გამოიყენეს, დაზიანდა.
მელორ ვაჩნაძე, პირველი ოპერაციის შემდეგ წერდა:
“ერთი სიტყვით 2024 წლის 6 მარტს მოვყევი ავარიაში… მოტოციკლით ვიყავი და მივიღე ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ზიანი…
ღუდუშაურის კლინიკაში მომათავსეს მრავლობითი მოტეხილობით და ფილტვის დაზიანებით… ვინაიდან ნეკნები მქონდა მოტეხილი და ფილტვი დაზიანებული, დამჭირდა ფილტვის პრობლემასთან დაკავშირებული ოპერაცია, რაც გამორიცხავდა მაშინვე ლავიწის ოპერაციის ჩატარებას… ვინაიდან ღუდუშაურის კლინიკასთან რიგი უთანხმოებები არსებობდა ლავიწის ოპერაციასთან დაკავშირებით, გადაწყდა 13 მარტს ვივა მედში ჩატარებულიყო ლავიწის ოპერაცია…
დაფინანსებაც ნაწილობრივი იყო ვინაიდან უკვე აღარ ითვლებოდა ეს ოპერაცია მყისიერი…
ფინანსური საკითხის მოგვარების შემდგომ ქირურგმა არკადი კიშკომ ჩამიტარა (როგორც თავად ამბობს ძალიან რთული ოპერაცია, ამიწყო დალეწილი ლავიწი ლითონის ფირფიტაზე და ეს ფირფიტა 8 ჭანჭიკის ნაცვლად (ორივე მხარეს ოთხოთხი ჭანჭიკი) სულ 4 ჭანჭიკით დაამაგრა… ანუ ორ–ორი ყოველ მხარეს)
16 მარტს გამწერა მკაცრი რეკომენდაციებით კორსეტი 2 თვე მეტარებინა… კორსეტები ამ 8-9 დღის მანძილზე 3-ჯერ შევიძინე ვინაიდან მალევე კარგავს სიმყარეს და არის უხარისხო… მიუხედავად იმისა რომ მე კორსეტი საერთოდ არ მომიხსნია ამ დღეების მანძილზე და მაქსიმალურად ვასრულებდი მითითებებს… ძილში ერთ ბოლოში ვიგრძენი ძლიერი ტკივილი და აღმოვაჩინე რომ რკინის ფირფიტა აწყდა ჭანჭიკებიანად… მაშინვე გამოვიძახე სასწრაფო და მივაშურეთ გაუსაძლისი ტკივილებით ვივა მედის კლინიკას… სადაც მიმღებში გამოძახეს მორიგე ტრავმატოლოგი “ექიმი” სოფო ჭყოიძე რომელიც მარწმუნებდა რომ მისი კოლეგის მიერ გაკეთებული ოპერაცია იყო (ფარგლებში დაშვებული მორყევით) ეს რას ნიშნავს არ ვიცი??‍♂️
მოკლედ დაჟინებული მოთხოვნით დაგამიღეს რენდგენი და გადამახდევინეს სოფო “ექიმის კონსულტაციაში და სურათში თანხა, სოფო ექიმმა ისე გამწერა ვერაფერი საგანგაშო ვერ ნახა და არც ტკივილი მომიხსნა 24 მარტს… არადა რენდგენზეც და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა რომ ფირფიტა აწყდა ჭანჭიკებიანად, მეტიც ხელი დავადებინე და ნახა თუ როგორ მოძრაობს ის 2-3 სანტიმეტრის ამპლიტუდაზე…
გუშინ 26 მარტს ისევ მეგობრების დახმარებით და ნაწილობრივ ჩემი ხარჯებით გადავიხადე განმეორებითი ოპერაციის ხარჯები… (რომ არა სოფო ექიმის განძრახ გულგრილობა თუ არაპროფესიონალიზმი) ეს ოპერაცია მაინც გავიდოდა გადაუდებელში, რომ აღარაფერი ვთქვა იმ ფაქტზე რომ 4 ჭანჭიკი არ იყო სტანდარტის შესაბამისი და სხვა გზა უნდა ეპოვნათ… ასეა თუ ისეა სურათებს მივაბავ ამ პოსტს და აქვე გეტყვით, რომ ამ მომენტამდე თანხის გადახდის მიუხედავად არ ჩამტარებია ოპერაცია, ასევე სოფოს გონია რომ არაა საჩქარო??‍♂️ არადა განვიცდი სასწაულ ტკივილს და ეს ჭანჭიკები წაქცეული ყელში მეყრება… არც განიხილავენ რამე ახალ მიდგომას და საერთოდ როგორ დამთავრდება ეს ისტორია არ ვიცი…
ერთია ნათელი, საზოგადოების დახმარებით და ჩართულობით ბევრად მეტ პასუხისმგრბლობას გამოიჩენენ და იქნებ ხეიბარი ან უარესი შედეგი არ დადგეს ??‍♂️
მადლობა წინასწარ ვინც გულთან ახლოს მიიტანს ამ საკითხს… ყველას მოგეხსენებათ დიდიხანია არაფერი განცხადება არ გამიკეთებია ან რაიმე საკუთხზე შემიწუხებიხართ… აქ კი უკვე სხვა გზა არ მაქვს… პატივისცემით: მ. ვაჩნაძე
P.S. ჯანდაცვის სამინისტრო თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური – იქნებ დამეხმაროთ და ან ოპერაციაა დააჩქაროთ ან მეთოდი შეცვალოთ… ვინაიდან გაუსაძლისი ტკივილები მაწუხებს და ვფიქრობ ეს ყოველივე ცუდად დამთავრდება!!! რამდენ ხანს უნდა ველოდო ვინმე დამეხმაროს?”

მეორე ოპერაციის შემდგომ, მელორ ვაჩნაძე, ახალ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

აი ასე მოიქცევა არკადი კიშკო თუ გააკრიტიკე, ღორივით გამკერა გამწარებულმა და თან დილით ამხელა კაცი ვითომ ექიმი მომახტა “ ზედ გადაგყევი რატომ დაწერე პოსტიო” 
ეს სადისტი არაკაცები სად იზრდებიან ან რომელ ჰიპოკრატეზე იფიცებენ? ალბათ იმაზე ქვედა სართულზე რომ უწევთ, ვივამედის მოძველბიჭო არკადი კიშკო, უბრალოდ არ ღირს ხელის გასვრა ამ არაკაცზემ ამ ნაკერების და შემოხტომების გამო მობილური უნდა გადააყლაპო პოსტიანად!!!
Arkadi Kishko არკადი კერვის კურსებზე იარე და აგრესიის მოთოკვის.
თუ ასისტენტ სოფო ჭყოიძეს სთხოვე ასე გაველამაზეებინე?

იხილეთ ექიმის კომენტარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved