• რეკლამა
  • კონტაქტი
03:48, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ეს ყველაფერი არის შეთქმულება… ,,ნაცმოძრაობამ” ეს, თავის დროზე, ჩემს წინააღმდეგაც გამოიყენა” – რას გვიყვება ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
12:33 09-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,964

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალება დაანონსა  და უკვე  მეექვსედ დაიწყეს გამოძიება 315–ე, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობის მუხლით. დღემდე ერთი კაცი არ დაუჭერიათ ამ ბრალდებით.  ამჯერად რა უნდათ?  რა მიზნის მიღწევას ცდილობენ?

– ეს არის პრევენცია, მაგრამ სასაცილოდ იგდებენ თავს და ამაზე არ ფიქრობენ. პრევენციაში იმას ვგულისხმობ, რომ არ უნდათ ქუჩის აქციები და თუ ვინმე გამოვა, ისე მონათლავენ, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას, კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობას. ეს ნაცადი ხერხია, ეს ახირება  „ნაცმოძრაობასაც“ ჰქონდა, ჩემს მიმართ გამოიყენეს ეს ბრალდება და მწარედ მახსოვს მაგისი ფასი. მეორე და კონკრეტული მიზანიც აქვს ამას. ხელისუფლება თადარიგს იჭერს დეკემბრისთვის, როდესაც საქართველოსთვის ევროკანდიდატის სტატუსის მინიჭები საკითხი გაირკვევა. ფიქრობენ, რომ სტატუსს არ მოგვანიჭებენ. ალბათ, აქვთ ეს ინფორმაცია და როდესაც ეს საჯაროდ გაცხადდება, დაიწყება დემონსტრაციები და ხალხის  პროტესტი, მღელვარება რომ ჩაახშონ, წინასწარ გვეუბნებიან, რომ ეს იქნება  სახელმწიფოს გადატრიალების ტოლფასი მცდელობა  და უნდა ჩავახშოთო. მოკლედ, ორი კურდღლის დაჭერას ცდილობენ. ეს ყველაფერი არის შეთქმულება მათი მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან ჩვენი სახელმწიფო და მისი მოქალაქეები თანახმანი არიან, ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრები და აღებული გვაქვს ეს ვალდებულება კონსტიტუციურად, რაც სამყაროში ყველამ იცის. ეს ვალდებულება როდესაც არ სრულდება, ხელისუფლება ხელს უშლის ამ ვალდებულების შესრულებას, სწორედ ეს არის შეთქმულება კონსტიტუციური წყობის საწინააღმდეგოდ. სხვა კვალიფიკაცია ხელისუფლების ქმედებას ვერ ექნება. დამიჯერეთ, ეს დღეც დადგება და  მათი ეს ქმედებები სწორედ ასე იქნება შეფასებული და ეს შეთქმულება რეალური მტკიცებულებების ხასიათისა იქნება, ვინაიდან ხელისუფლება ვალდებულია, შეასრულოს ვალდებულებები, ამოცანები, მიზნები, რომ ჩვენი სახელმწიფოს ევროინტეგრაცია მოხდეს.  აქედან გამომდინარე, როცა გადააქვთ ისრები ოპოზიციისა და ხალხის მისამართით, ქუჩაში არ გამოხვიდეთ, არ გააპროტესტოთ, თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენო, ამას ჩაგითვლით სახელმწიფო გადატრიალებადო, ამ განცხადებით უკვე ჩადენილი აქვთ სახელმწიფო გადატრიალება. არაკონტიტუციურად, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ უარს ამბობენ ევროკავშირში შესვლაზე და ყველაფერს აკეთებენ, ეს არ მოხდეს.

– მიუხედავად ხელისუფლების დიდი მცდელობისა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ, ბევრი ამბობს და მათ შორის ექსპერტები, რომ  ევროკავშირი მიიღებს პოლიტიკურ გადააწყვეტილებას და მოგვცემენ სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ არ გვეკუთვნის.

– მეც ასე ვვარაუდობ, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლება ვერ  მიაღწევს მიზანს, მოგვცემენ კანდიდატობის სტატუსს გარკვეული პირობებით და თუ ამ პირობებს  შეასრულებს ხელისუფლება,  ეს იქნება თუ სხვა,მიგვიღებენ ევროკავშირის წევრად, არადა არ მოგვიღებენ. რა პირობები იქნება, ეს გამოჩნდება. თუმცა, ერთ–ერთი პირობა აუცილებლად იქნება 2024 წლის არჩევნების თავისუფალ რეჟიმში და დემოკრატიული ფორმით ჩატარება, ყოველგვარი ზეწოლის, მოსყიდვის, სახელმწიფო რესურსის გამოყენების გარეშე. თუ ესენი გამოიყენა ხელისუფლებამ, გააყალბა არჩევნები, მაშინ არჩევნების შედეგებს არც ევროკავშირი აღირებს და არც დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიო. თუმცა,  წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ არჩევნების შედეგებს არ გვიღიარებენ, გაყალბდება არჩევნები, „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ამისთვის ემზადება, გაავსო ცესკო თავისი წევრებით. ამას ვინ  დაუშვებს და ჭამს, რომ ხმების სათვლელი მანქანა  გქონდეს, როგორც გინდა დაითვალო ხმები და მერე ეს ჩაგითვალონ კანონიერად.

– ამერიკის მიერ ოთარ ფარცხალაძის ჯაშუშად გამოცხადებაზე რას იტყვით? სუს–ი იძიებს მის საქმეს და რა აზრი აქვს სუს–ის გამოძიებას? ბიძინა ივანიშვილის ნათესავი და ფავორიტია ფარცხალაძე და როგორც ის ეტყვის, ისე გამოიძიებენ.

–ამერიკას აქვს გამოძიება დაწყებული და გამოიძიებენ ბოლომდე. ამერიკას აქვს კანონი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი პირი, რომელიც ამერიკის საწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, ამერიკის ფარგლებს გარეთაც რომ იყოს, სხვა ქვეყანაშიც რომ ჰქონდეს დანაშაული ჩადენილი, უფლება აქვთ მოითხოვონ მისი დაპატიმრება და  ექსტრადირება ამერიკაში. გამოძიება დაწყებულია, როგორ დამთავრდება ეს გამოძიება, მაგას გამოცნობა არ უნდა, უკვე ცხადია. ეს არის მთავარი, თორემ ეს ხელისუფლება ფარცხალაძეს ყველანაირად რომ გადაეფარება, ეს ყველამ კარგად ვიცით.

–ევროპაც  დაუწესებს სანქციებს ფარცხალაძეს?

–რა თქმა უნდა, შეუერთდება, ვერც ერთი  ევროპული და ამერიკული ბანკის საბანკო ანგარიშით ვერ ისარგებლებს და არც ამაზე გაჩერდებიან. ვფიქრობ, სხვა სანქციებიც იქნება მომვალში მისთვის.

–ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვის წევრები ახლო მომავალში შეიძლება დასანქცირდენენ? მაშ შორის, ირაკლი ღარიბაშვილიც?

–ბიძინა ივანიშვილის სანქცია რომ  რიგშია, ეს სიდან ჩანს, იცით? ფარცხალაძე, რომ  დაასანქცირეს და ეროვნულმა ბანკმა შეცვალა რეგულაცია, აქედან ჩანს. ეს ფარცხალაძეს არ ეკუთვნის, მას შეუწყდა მოქალაქეობა და ეს ეხება საქართველოს იმ მოქალქეს, რომლის მიმართაც მომავალში განხორციელდება სანქციები. ნეტავ ვინ უნდა იყოს საქართველოს ის მოქალაქე, რომელსაც მალე დაასანქცირებენ? ბიძინა ივანიშვილი ხომ არა?!

 

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved