“საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, რომ ის თავისუფალ გარემოში და გამჭვირვალედ ჩატარდეს”- ამის შესახებ ევროპალრამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში განიხილება.
მისი თქმით,საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი 8 მარტიის შეთანხმების იმპელემენტაციის პერსპექტივას იძლევა.
“მინდა ხაზი გავუსვა,შეთანხმების მიღწევაში ფასილიტატორების, მათ შორის ევროკავშირის ელჩის კარლ ჰერცელის როლს. ვფიქრობ სწორედ ეს არის, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირი იმ ქვეყნებს, რომლებსაც გარკვეული სახის პოლიტიკური კრიზისი აქვთ”, – განაცხადა კუბილიუსმა.
მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამაგალითო ქვეყანა გახდეს.
“საქართველო ქვეყანაა, რომელიც შეიძლება იყოს კარგი მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, მაგრამ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარება დიდ გამოწვევად რჩება. ეს, რაღაც კუთხით, პოსტსაბჭოთა ტრადიციაა.
სწორედ ამიტომ, მე მსურს, დაჟინებით მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ასევე, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, გადახედოს თავის შესაძლებლობებს, გააძლიეროს წარმომადგენლობა არჩევნებამდე, რათა საქართველოს ამ გამოწვევის დაძლევაში დაეხმაროს”
კომენტარები