• რეკლამა
  • კონტაქტი
22:01, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ეს პოლიტიკური მარკერია: თბილისი დე-ფაქტო იბრუნებს სამხრეთ კავკასიის ცენტრის სტატუსს“ – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:09 04-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,393

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი ალიევის ვიზიტზე:

სანამ ჩვენი “მეხუთე კოლონა” ისტერიულად ცდილობს ჩვენი სამშობლო და მისი ამჟამინდელი როლი და ადგილი გეოეკონომიკაში მაქსიმალურად დააკნინოს და რეპუტაციულად დააზიანოს – თვით ცხოვრება ყველაფერს თავის კუთვნილ ადგილებს უჩენს. 2023 წლის შემდეგ შედგა ილჰამ ალიევის პირველი ვიზიტი თბილისში იმ სახელისუფლებო პოლიტიკური კონფიგურაციის პირობებში, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა, ხოლო პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი – და ეს არ არის უბრალოდ დიპლომატიური მოვლენა, არამედ პოლიტიკური მარკერია: თბილისი დე-ფაქტო იბრუნებს სამხრეთ კავკასიის ცენტრის სტატუსს.

ასეთი ვიზიტები ინერციით არ ხდება – ისინი ასახავენ გათვლას და ნდობას. და თუ აზერბაიჯანის ლიდერი სწორედ თბილისს ირჩევს საკვანძო მოლაპარაკებების პლატფორმად, ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღიქმება როგორც სტაბილური, მართვადი და პროგნოზირებადი ჰაბი, რომლის გარშემოც შესაძლებელია რეგიონული არქიტექტურის აგება. შინაარსობრივად ეს იმითაც დასტურდება, რომ თბილისზე გადის არა მხოლოდ მარშრუტები, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ხოლო ყველა ძირითადი საერთაშორისო პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს – ან უკვე გადის საქართველოს გავლით, ან მის გარეშე ვერ განხორციელდება.

ეს საქართველოსთვის თვისობრივად უკვე სულ სხვა როლია: არა უბრალოდ „ტრანზიტული ტერიტორია“, არამედ ნაკადებისა და ინტერესების მართვის ცენტრი. ხოლო სადაც არის მართვა – იქ იზრდება გავლენაც. სწორედ ამიტომ თბილისი დღეს იქცევა წერტილად, სადაც იკვეთება არა მხოლოდ ბაქოსა და ანკარის, არამედ უფრო ფართო გლობალური მოთამაშეების ინტერესები.
ამ კონტექსტში მთავარი დასკვნა მკაფიოა: თბილისი უკვე აღარ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის დედაქალაქი – იგი დე-ფაქტო გახდა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი და სულ უფრო მეტად პრეტენზიას აცხადებს უფრო ფართო ევრაზიული სივრცის საკვანძო ჰაბის როლზე.

სანამ ჩვენი აგენტურა “ენის მიტანის”, შოპინგის მიზნით ნიდერლანდებს სტუმრობს და ამსტერდამის “წითელი ფანრების უბანში” დასეირნობს, რათა “თვალს წყალი დაალევინოს” – მათთვის უცხო და მიუღებელი ქვეყანა იბრუნებს მთავარი რეგიონალური ცენტრის სტატუსს. რეგიონული ტურბულენტობის ფონზე დღეს სწორედ აქ ყალიბდება სტაბილურობის, მოლაპარაკებებისა და სტრატეგიული დაგეგმვის სივრცე. და ალიევის ვიზიტი – ეს უკვე ამ პროცესის დასაწყისი კი არა, მისი მკაფიო დადასტურებაა: ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” გულების გასახეთქად, დიახ, რეგიონული სიმძიმის ცენტრი ბრუნდება თბილისში.“

თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved