რუსეთის სამთავრობო არხის ეთერში, კრემლის პროპაგანდისტმა, ევგენი პოპოვმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენას არ აქვს ჰუმანიტარული დატვირთვა და ეს აწყობს რუსეთს, ეკონომიკურად, პროდუქციის მისაღებად:
“3–4 წელი ვიბრძოდი ამისათვის. ბევრი მაკრიტიკებდა მაგის გამო, მაგრამ როცა ეს ჩვენ ინტერესებშია, უნდა გაკეთდეს. უმეტესად ეს ეხება ეკონომიკას, დააკვირდით, ბევრ პროდუქციას, არ დავაკონკრეტებ, აწერია, დამზადებულია საქართველოში. ბევრგან აწერია უკვე პროდუქტს, დამზადებულია საქართველოში და ეს ყველაფერი რუსეთშია, ეს შესანიშნავია.”
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები