• რეკლამა
  • კონტაქტი
08:12, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს პარტიები ივანიშვილის „ოცნების“ ისეთივე ნაწილი არიან, როგორც „ყაველაშვილის ტრიო“ – ოქრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:31 07-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
193

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, კახა ოქრიაშვილი:

 

„ივანიშვილის „ოცნებამ“ (კობახიძე-პაპუაშვილმა) დღეს შემოგვთავაზეს ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობის ახალი ეტაპი – ჯერ დეპოლარიზაცია და მერე საარჩევნო ბარიერის დაწევა. გასაგებ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ეს ნიშნავს: პატარა პარტიებო, თუ გინდათ, რომ 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი დავწიოთ 1, ან 2 %-მდე, მოგახვედროთ პარლამენტში და ერთად გავაგრძელოთ ივანიშვილის მსახურება, როგორც ახლა, მორიგ ჯერზე გაყიდეთ სახელმწიფო ინტერესები და შემოდით ჩვენს მიერ დაანონსებულ კომისიებში. დიდი ხანია, „ოცნება“ ალეკო ელისაშვილის პარტიას და „გირჩს“ ოპოზიციად ასაღებს. თუმცა ეს პარტიები ივანიშვილის „ოცნების“ ისეთივე ნაწილი არიან, როგორც ახლახანს დაფუძნებული „ყაველაშვილის ტრიო“. პოლიტიკური მოცემულობა 2022 წლის 20 ივნისის შემდეგ სრულად შეიცვალა და რაც იყო 2012 წლიდან, აღარასდროს დაბრუნდება. ივანიშვილის „ოცნება“ აღარ კარნახობს ქართველ ხალხს – 20 ივნისის შემდეგ ქართველი ხალხი კარნახობს თავის ნებას ყველა პოლიტიკოსს. ხალხმა აღიდგინა ის, რაც დაკარგული ჰქონდა – ქართველმა დაიბრუნა ძალაუფლება და თქვენი ვაჭრობა აღარაფერს ნიშნავს.

ზუსტად იმიტომ ხართ „ღალატის პარტია“, რომ სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობთ რუსეთთან, პატარა პარტიებთან და ყველასთან. კორუფციის მორევში ჩაფლულები ქურდავთ და აყაჩაღებთ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ზუსტად იმიტომ ხართ „ღალატის პარტია“, რომ თქვენი პარტიის სახეები მხოლოდ ოპონენტებს კი არა, საზოგადოებას და მთელ ქართველ ხალხს დედის გინებით მიმართავენ. ერთი სიტყვით, დიახ, გვჭირდება დეპოლარიზაცია. ხოლო დეოლიგარქიზაცია და რადგან ერთი ოლიგარქი გვყავს, მონარქის განდევნა პოლიტიკური ველიდან კი, ავტომატურად, ნიშნავს დეპოლარიზაციის პროცესის დასაწყისს. არ იქნება ოლიგარქი, იქნება დეპოლარიზაცია! არ იქნება ოლიგარქი? იქნება მშვიდობა! არ იქნება ოლიგარქი? იქნება ევროპა.“

თეგები: კახა ოქრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved