• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ გარანტირებულად მიდის ხელისუფლებიდან, მისი შენარჩუნების შანსი აღარ რჩებათ“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:55 07-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება მოახდინა. მაინტერესებს, რის და ვის იმედად არიან, საიდან აქვთ ამხელა თავდაჯერებულობა, რომ მთელ ევროკავშირს დაუპირისპირდნენ?

– ამ შემთხვევაში, თავდაჯერებულობაში არ არის საქმე. ეს არის „ქართული ოცნების“ ზღვარგადასული შიში ძალაუფლების დაკარგვისა. მათთვის ახლა ძალაუფლება გახდა სიკვდილ–სიცოცხლის საკითხი. როგორც კი შიდა პარტიული კვლევა ჩაატარეს და ნახეს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში დათქმულ 43%–ს ვერ იღებენ, რის შემდეგაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს ამ შეთანხმების საფუძველზე, ადგნენ და შარლ მიშელის შეთანხმებას აღარ შევასრულებთო, განაცხადეს. რას ნიშნავს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“? ეს ნიშნავს, რომ ისინი გარანტირებულად მიდიან ხელისუფლებიდან, მისი შენარჩუნების შანსი აღარ რჩებათ. როგორც კი ეს რისკი დაინახეს, მაშინვე უარი თქვეს კაცობაზე, ეთიკაზე, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და ადგნენ და გადახიეს ეს შეთანხმება. ახლა „ქართული ოცნების“ მიერ „ნაცმოძრაობისკენ“ ხელის გაშვერა, რომ მათ არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას და იმიტომ გამოვედით ამ შეთანხმებიდანო, ეს არასერიოზულია. ამ დოკუმენტს როდესაც ხელს აწერდნენ, მას ჰყავდა მხარეები და „ნაცმოძრაობა“ თავიდანვე არ ყოფილა ამ ხელშეკრულების მხარე. დღეს აღმოაჩინეს, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელს არ აწერდა? ეს ყველაფერი თეთრი ძაფით ნაკერი ისტორიაა. მთავარი არის შიში, ძალაუფლების დაკარგვის შიში. კი, ბატონო, ვერ იგებენ ადგილობრივ არჩევნებს, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ.

– ეს შეთანხმება, „ქართული ოცნების“ მხრიდან საბოლოოდ, გამოვიდა აფიორა, შეიტყუეს ოპოზიცია  პარლამენტში, ერთპარტიული პარლამენტი აღარ აქვთ და მერე „გადააგდეს“ შეთანხმების გარანტორი–ევროკავშირი. ამ ეტაპზე რაღაც სარგებელი მაინც მიიღეს. ასე გამოვიდა?

– თუ ოპოზიცია ჯერ კიდევ ზის პარლამენტში, მაგ გაგებით, რაღაც სარგებლის მიღებაზე შიძლება ლაპარაკი, მაგრამ რეალურად, „ქართული ოცნების“ რეპუტაცია განულდა, გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი მიიღეს არა მარტო ქვეყნის შიგნით, რაც ისედაც ცხადი იყო, ეს ხომ არ იყო პირველი „გადაგდება“ ხელისუფლების მხრიდან. მათ მიიღეს ევროპისგან სრული უნდობლობა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად შეთანხმებას ხელი მოაწეროს და მერე ეს დოკუმენტი დახიოს. ახლა თქვენ მითხარით, ამის შემდეგ ასეთ ადამიანთან თუ ადამიანებთან მოლაპარაკება კიდევ შეიძლება? ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, თავად შარლ მიშელი თვეების განმავლობაში მუშაობდნენ ამ დოკუმენტზე, შემდეგ,  დიდი ძალისხმევა მოანდომეს შეთანხმების მიღწევას და ამას შეარჩენენ? დიქტატორებიც კი არ აკეთებენ ამას. ბელარუსის პრეზიდენტი, ლუკაშენკო არ მოგიწერს ხელს, მაგრამ თუ მოგიწერა, შეასრულებს. ეს არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება.

– საზოგადოებისა და პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შეიძლება არ ჩაიშალოს, ყველაფერი არ დასრულებულა, რადგან  პრეზიდენტი სალომე  ზურაბიშვილია შეთანხმების ერთ–ერთი გარანტორი, რომელიც ყველანაირად ეცდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულოს შეთანხმებაო. თქვენ რას იტყვით?

– ეს ილუზიები საიდან მოდის? სალომე ზურაბიშვილი კი არა, მე ვფიქრობ, სხვა რამეშია საქმე და ამას ქვემოთ მოგახსენებთ.მიუხედავად მის მიმართ ჩემი დამოკიდებულებისა, სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელისუფლებაში გამოიყურება ყველაზე კარგად, ადეკვატურად. დავძენ, რომ  ჩემდა გასაკვირად, ამას არ ველოდი. არც ისეთი ზე–მოლოდინები არ მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი რაღაც მნიშვნელოვან როლს  ითამაშებს ამ საქმეში და მას წაღმა შემოაბრუნებს.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved