• რეკლამა
  • კონტაქტი
07:43, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ნიშნავს ძალიან ცუდ რამეს! საქართველოს ხელისუფლება ვაბანკზე მიდის” – მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
17:17 04-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
364
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“არა თუ პოლიტიკოსებს, მოხელეებს, ჩინოვნიკებს, მოსამართლეებს, არამედ რიგით ადამიანებსაც აქვთ თავის მართლების, თავის დაცვის, საკუთარი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარდგენის უფლება. თუმცა რასაც ახლა ვაკვირდები და ვისმენ, ასე არ ხდება.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს ბატონი მურუსიძე და თუნდაც ბატონი კობახიძე – როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, მნიშვნელობა ჰქონდა საგარეო უწყების შეფის წერილს (განცხადებას). ცხადია, რომ წერილი იყო იმავე პათოსის რაც ბატონი კობახიძის განცხადებები ტვ იმედში, ანუ არ დაწერილა საგარეო უწყებაში, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ ის გავრცელდა სწორედ ჩიტაძის ქუჩიდან და მასში წერია საშინელება: “იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება, როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს”. იგივე რამე ბევრად უფრო კორექტულადაც შეიძლებოდა თქმულიყო, მაგრამ ითქვა ასე – ხისტად და შანტაჟის ენით. ნუ შანტაჟი გუშინაც და დღესაც მოვისმინეთ იმავე ბატონი კობახიძისგანაც და მურუსიძისგან.
ეს რას ნიშნავს? ძალიან ცუდ რამეს! საქართველოს ხელისუფლება ვაბანკზე მიდის. რის ფასად და რის ან ვის იმედად? ვიმეორებ – აქ მთავარი სიხისტეა და დიპლომატიურ ჩარჩოებს გაცდენილი ტერმინოლოგია, შინაარსი და პათოსი. ანუ ცხადად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-სთან ურთიერთობა გაამწვავოს იმ დონემდეც კი, რომ გაწყვიტოს… რის და ვის იმედად? ვინმეს გახსოვთ, რომ ასეთი ტონალობა გვქონოდა რომელიმე სახელმწიფოსთან? (შეგნებულად არ ჩამოვთვლი არავის). უფრო მეტიც – სეპარატისტულ ხელისუფლებებთანაც კი არ გვქონია ასეთი სიხისტე, თუნდაც ტატუნაშვილის დროს განვითარებული მოვლენები გავითვალისწინოთ ან გიგა ოთხოზორიას ფაქტი. ვიმეორებ სიხისტეზე ვსაუბრობ მხოლოდ. მოკლედ იმაზე მეტი რაღაც ხდება, ვიდრე ახლა გარედან ჩანს . (და მაინც ამ ყველაფერთან – სიხისტეც და შეუპოვრობა – 9 მარტის “ვიზიტის” შემხებლობას ვხედავ.)”
თეგები: გოჩა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved