უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ მედიასთან ამბობს:
ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინმა ყველაზე დიდი ზიანი რუსულ ენას მიაყენა. ვფიქრობ, რომ ეს გამოუსწორებელი ზიანია. რა თქმა უნდა, რუსეთის ფარგლებს გარეთ, ადამიანებისთვის რუსულ ენაზე საუბარი უხერხული იქნება. ეს მოხდება ამ კონკრეტული ომის შემდეგ, რომლის შედეგადაც, მსოფლიოში კონკრეტული აგრესორი დასახელდა. ომისგან დაზარალებულ უკრაინელებს, ახლა ყველაფერი რუსული შესძულდებათ.
კომენტარები