• რეკლამა
  • კონტაქტი
05:16, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს მკვლელი და ჯალათი იგზავნება ახალგორში ქართული მოსახლეობის დასაწიოკებლად” – დავით ქაცარავა ტატუნაშვილის მკვლელზე

ალია ავტორი - ალია
19:43 02-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
310

დავით ქაცარავას ინფორმაციით, ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაში მხილებული დავით გურწიევი ახალგორის პროკურორად დაინიშნა.

 

ალბათ, ყველას გახსოვთ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, მის წამებაში და შემდგომ მკვლელობაში მხილებული ვინმე დავით გურწიევი. 

ეს მკვლელი და ჯალათი, რომელსაც მცხეთის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა, კვლავ გამოჩნდა სცენაზე. 

საოკუპაციო რეჟიმმა დავით გურწიევი დანიშნა ახალგორის პროკურორად და კვლავ მიავლინა ახალგორში, სადაც ამ ნაძირალამ გაითქვა სახელი ჩვენი მოქალაქეების დატერორებით, უძრავ-მოძრავი ქონების წართმევით და განსაკუთრებული სისასტიკით. 

ამ ჯალათმა ასევე მიიღო აქტიური მონაწილეობა ოკუპირებული ცხინვალის ციხის პატიმრების წამებაში, ეს საქმე გახმაურდა 2019 წელს. 

ეს კაციჭამია ასევე ფიგურირებს დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეშიც, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ჩაფარცხა და გამოუძიებლად დატოვა.

მოკლედ, ეს მკვლელი იგზავნება ახალგორში ჩვენი ქართული მოსახლეობის დასაწიოკებლად. 

ჩვენს ახალგორელებს დაცვა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები სჭირდებათ. 

წარმომიდგენია, რას იზამდა ისრაელი, გურწიევს მისი მოქალაქეები რომ მოეკლა…” – წერს დავით ქაცარავა.

გურწიევს არჩილ ტატუნაშვილის წამება ედება ბრალად. ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტატუნაშვილის საქმეზე გურწიევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

კიდევ ერთი რეზონანსული საქმე, რომელიც გურწიევს უკავშირდება, დავით ბაშარულის საქმეა. საბინაო კომუნალური მეურნეობის 18 წლის მუშაკი შსს-ს ადგილობრივ განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ გაუჩინარდა. მილიცია მაშინ ერთ-ერთი მოსახლის ფარდულიდან რამდენიმე ქილა მწნილის მოპარვის საქმეს იძებდა. ახალგაზრდას ნახევარი წლის განმავლობაშ ვერ პოულობდნენ, რის შემდეგაც საქმეში ქართული პოლიცია ჩაერთო. 2015 წლის თებერვალში კი დავით ბაშარულის ცხედარი მშობლიურ დოლიანში, ხეზე ჩამოკიდებული ნახეს. მომხდარის ოფიციალურ ვერსიად თითმვკლელობა დასახელდა. არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევის მსგავსად, ბაშარულის ცხედარიც ექსპერტიზაზე რუსეთში გაიგზავნა, რის შემდეგაც ის ქართულ მხარეს გადაეცა. საქართველოს გამოძიებამ ბაშარულის ოჯახის წევრების ვარაუდი დაადასტურა და თქვა, რომ ახალგაზრდას თავი არ მოუკლავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved