ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი გირაოს გადახდაზე მელიას პოზიციას ეხმაურება:
“ეს ფერისცვალება უხერხულია დღეს მისი მხრიდან. ვფიქრობ, ამ წინადადებაზე [ევროკავშირის გირაოზე] დათანხმება თავის დროზე იქნებოდა სწორი. ახლა მიჩენს საფუძველს, რომ მან ახალი დავალება მიიღო.
ამნისტიის კანონი არაა გირაოს ალტერნატივა. ესაა ის პროცესი, რომელსაც კომპლექსურად უნდა შევხედოთ. ამ პრინციპების დარღვევა იქნება შეთანხმების პრინციპებიდან გასვლა, ამიტომ ვფიქრობ, ეს დაუშვებელია და მსგავს განცხადებებს აკეთებენ ან სასოწარკვეთილი ადამიანები, ან ისინი, ვისაც სურთ, რომ რაიმე სახის დაზიანება შეიტანონ მოლაპარაკების პროცესში”
კომენტარები