• რეკლამა
  • კონტაქტი
20:04, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ეს მათთვის, ვისაც გარეკანზე პატრიარქის სურათი უდევს და პროფილზე ზვიად გამსახურდიას“ – ნუგზარ სულაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:28 07-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,363

მწერალი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ეს მათთვის, ვისაც გარეკანზე პატრიარქის სურათი უდევს და პროფილზე ზვიად გამსახურდიას

“პატრიარქი ილია მეორე “სუკ”ის მითითებით წარმართავდა ჩემთან ურთიერთობას. იგი მე არასოდეს მღებულობდა, ყოველნაირად ცდილობდა ჩემს გაძევებას სიონის მრევლიდან, ვინაიდან მე ვამხელდი სუკის მოქმედებას ეკლესიაში და მის კოლაბორაციონიზმს. იმხანად დიდი სახელი გაუვარდა ერთ-ერთი რუსული ტაძრის, ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მოძღვარს – რაფაელს. რახან ქართველ მოძღვრებში ვერავინ ბედავდა ჩემს ზიარებას, 1984 წელს მივმართე ზემოთხსენებულ პიროვნებას, მაგრამ მისგანაც უარი მივიღე. მან მაგრძნობინა, რომ თუ მე არ დავანებებდი თავს დისიდენტურ მოღვაწეობას, იგი ვერ გახდებოდა ჩემი მოძღვარი და ვერ მომცემდა ზიარებას. ასე რომ 1979-1987 წლებში ზიარებაც კი აკრძალული მქონდა. როდესაც ამირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ, მოძღვრად გამომეცხადა ერთი მღვდელი, მაგრამ მისი მოძღვრობა იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი განუწყვეტლივ შემოდიოდა ჩემთან სათხოვრებით თავისთვის და თავისი ნათესავებისთვის. გამორჩენის გარდა არაფერზე ფიქრობდა. მე კი კვლავ უმოძღვროდ ვიყავი. აღსარებას კი სვეტიცხოვლის და მეტეხის მღვდლებთან ვაბარებდი და ზიარებასაც მათგან ვიღებდი. მამა არჩილი კი პატრიარქის მხრიდან მუდმივ შანტაჟს და ტერორიზებას განიცდიდა და ამადაც, არ მსურდა მისთვის დამეკისრებინა მოძღვრის ფუნქცია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ბერი მამა იოანე, რომელიც იმხანად შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი იყო. ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა, მაგრამ ისიც პატრიარქის საგანგებო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც, მოძღვრად გახდომის შემთხვევაში, მასაც განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ვაყენებდი. სუკის მიერ ჩვენი ეკლესიის სრულმა და საყოველთაო ოკუპირებამ, მაიძულა სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში მეძებნა მოძღვრები. ერთ-ერთი ასეთი იყო რუსეთის ეკლესიის მღვდელი მამა გლები (იაკუნინი), დისიდენტი და “სუკ”-ის მიერ დევნილი, რომელმაც მრავალი სამღვდელო პირი ამხილა “სუკ”-თან თანამშრომლობაში. მე მას ვთხოვე ზიარება 1978 წელს, როცა დაღესტანში გადამასახლეს და ასევე 1992 წელს ჩეჩნეთში გაძევებულმა. დღეს ისიც გამირბის, ალბათ სიკვდილის ეშინია “ქრისტიანს”. საქართველოს ეკლესია გაანადგურა რუსეთის სუკმა და ეშმაკეულმა შევარდნაძემ. მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა რაღაც გამოსავალი უნდა იპოვონ. თავგანწირვაში უნდა მივბაძოთ პირველ ქრისტიანებს.”
ზვიად გამსახურდია

თეგები: ნუგზარ სულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved