• რეკლამა
  • კონტაქტი
04:38, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს კაპიკები ბრძოლის საშუალებას წარმოადგენს“ – გუგავა „ლეიბორისტული პარტიისთვის” სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტაზე

ალია ავტორი - ალია
13:27 02-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

14-თვიანი ფიქრის შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. მთავარი „ლეიბორისტი“ საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვას გეგმავდა, თუმცა მას პარლამენტმა არასაპატიო მიზეზით, 70 სხდომის გაცდენის გამო, მანდატი უკვე შეუჩერა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა „ლეიბორისტული პარტიისთვის“ სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის საკითხი.

რა ბერკეტების გამოყენებას აპირებს „ლეიბორისტული პარტია“ ბრძოლის გასაგრძელებლად, საკითხზე „პრაიმტაიმთან“ პარტიის წევრი გიორგი გუგავა საუბრობს.

როგორც ოპოზიციონერი აცხადებს, ხალხი გარეთ უნდა გამოვიდეს, რადგან მანდატი ნათელაშვილს კი არა, საზოგადოებას წაართვეს.

„ხალხი გარეთ უნდა გამოვიდეს, მასობრივად უნდა დავდგეთ. ეს უკანონობა შალვა ნათელაშვილის მიმართ კი არ განხორციელდა, ხალხმა მანდატი დაკარგა , ხალხის ხმა პარლამენტში დაიკარგა. სამკომპონენტიანი უნდა იყოს ეს ბრძოლა – აქციები, ანუ ხალხის გარეთ გამოსვლა, ოპოზიციის მიერ საკანონმდებლო ორგანოს დატოვება და ოლიგარქის  სანქცირება დასავლეთის მხრიდან. ეს სამი კომპონენტი განაპირობებს იმას, რომ ხელისუფლება შეიცვლება“,- განაცხადა გუგავამ.

კითხვაზე, იმიტომ ხომ არ გადაწყვიტა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარლამენტში შესვლა, რომ სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო დაფინანსებას კარგავდა, გუგავა გვპასუხობს:

„დაფინანსებაზე ისინი ლაპარაკობენ, რომლებსაც მილიონები აქვთ შეჭმული. ჯერ ერთი, დაფინანსება სჭირდება პარტიას რომ იფუნქციოს, ელემენტარული გადაადგილების, ინტერნეტის, შუქის ფული არსებობდეს, დამლაგებელსა და ტექნიკურ აპარატს ხელფასი მივცეთ. რომ გადაადგილდეს ადამიანი, ამისათვის არის საჭირო. ჩვენ დაფინანსებისთვის კი არ ვიბრძვით, იმ იდეების განსახორციელებლად ვიბრძვით, რასაც ჰქვია ეროვნული და სოციალური სამართლიანობის იდეა, ხოლო ის მცირედი დაფინანსება, კაპიკები ამ ბრძოლის საშუალებას წარმოადგენს“, – განაცხადა გუგავამ.

აღსანიშნავია, რომ შალვა  ნათელაშვილს პარლამენტში ადგილმონაცვლე არ ჰყავს, კანონის მიხედვით, კი პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება და მისი ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობა შეუძლებელია.

აღნიშნული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან უნდა შეუწყდეს. შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხი მის მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დადგა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved