• რეკლამა
  • კონტაქტი
19:56, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს კანონები ისტორიას დარჩება, როგორც ანეკდოტი ქოცების მმართველობაზე” – მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
15:08 12-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
980

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

წუხელ აქციიდან მე და Nika Simonishvili ერთად წამოვედით. მეტროში, ბაქანზე სამი ქალბატონი მოგვიახლოვდა, ისინიც აქციიდან წამოსულები. ერთ-ერთი ხუმრობანარევი ტონით გვეკითხება:
– თქვენ უკეთ გეცოდინებათ, მართლა ტროტუარზე დგომისთვის უნდა დაგვიჭირონ?
თან სიცილს ვერ იკავებს. ნიკამ სერიოზულად დაუდასტურა. მე ნახევრად ხუმროიბით ვუპასუხე:
– მე მაქვს სტრატეგია რა უნდა ვქნათ: თუ დაგვიჭერენ, უნდა განვაცხადოთ, რომ არავისთვის გადაადგილებაში ხელი არ შეგვიშლია, ყველას ვატარებდით და მოვითხოვოთ მოიყვანონ დაზარალებული ან მოწმე, ვისაც ტროტუარზე გადაადგილებაში პირადად შევუშალეთ ხელი.
– თქვენ გგონიათ, ვერ მოიყვანენ?! – სიცილით მეკითხება ისევ ეს ქალი და ამ დროს მისი თანმხლები მეორე ქალბატონი ამატებს:
– ორს მოიყვანენ და იქედან ერთს თვალზე „ფინგალი“ ექნება.
კარგად ვიცინეთ და ასე სიცილ-სიცილით შევედით მატარებელში. მერე ნიკა სადგურის მოედანზე ჩავიდა. ეს ქალები ჩემს პირდაპირ სხედან და ისევ ის პირველი მეკითხება სიცილით:
– კარგი დამიჭირეს. მერე რომ გამოვალ რა უნდა ვთქვა, რაზე ვიჯექი, ტროტუარის გადაკეტვაზეო?!
თან კვდება სიცილით. ის მეორე ამატებს:
– კი, ტროტუარის გადაკეტვაზე და პირბადის ტარებაზე.
ამაზე ვაგიონში უცნობებმაც დაიწყეს სიცილი
ნეტავ თუ ხვდება ეს მთავრობა რა აბსურდში შეაბიჯა და როგორ სასაცილოდ გაიხდა თავი. დარმწუნებული ვარ, ეს კანონები ისტორიას დარჩება, როგორც ანეკდოტი ქოცების მმართველობაზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved