სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას პარლამენტის წინ მდებარე ჯვრის დატოვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ვისაც არ გახსოვთ: ეს ჯვარი უმცირესიბების დისკრიმინაციაზე გამარჯვების აღსანიშნად აღმართეს.სახის ძვლები დაულეწეს ხალხს, ლექსო ლაშქარავაც ამ ჯვრის აღმმართავებს შეეწირა.ლგბტ უმცირესობები ქვეყნიდან მიდიან, აქ გაუსაძლისი ხდება მათი ყოფა.ეს ჯვარი ძალადობის და ბოროტების უკანონოდ აღმართული სიმბოლოა“ – წერს ნატა ფერაძე.
კომენტარები