• რეკლამა
  • კონტაქტი
02:00, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ირანის სისუსტედ გადაითარგმნა და ისრაელმა კიდევ უფრო დამაჯერებლად დაიწყო მოქმედება” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
04:04 09-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
416

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

დღეს ისრაელის დაზვერვის მიერ ლიბანში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას 2750 წევრი იქნა აფეთქებული. მათგან 9 დაიღუპა, 200 მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენი კი დაჭრილია. აფეთქება საკომუნიკაციოდ გამოყენებული პეიჯერებში მოხდა. ზოგიერთი გადარჩენილი წევრი აღნიშნავს, რომ პეიჯერები აფეთქებამდე გახურდნენო. მათი აფეთქება ქვეყნის მასშტაბით სინქრონიზებულად მოხდა. რა სახით განხორციელდა პეიჯერებში შეღწევა და მათი აფეთქება – უცნობია. ბევრ ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი პოპულარული ისაა, რომ არაა გამორიცხული პეიჯერები გავრცელებამდე ყოფილიყო ისრაელის დაზვერვის მიერ მომზადებული, ასაფეთქებელი ჩადებული და შემდეგ გავრცელებული ჰეზბოლას რიგებში, რომლებიც პეიჯერულ სისტემას იყენებდნენ კომუნიკაციისათვის.

აღნიშნული ოპერაცია არამხოლოდ წარმატებული სამხედრო აქტია, არამედ ფსიქოლოგიური დარტყმაცაა ირანის მიერ ზურგგამაგრებული ჰეზბოლას წინააღმდეგ, რომლის წევრებიც ტექნიკური ინოვაციით იწონებდნენ თავს და საკომუნიკაციო ქსელის შეუღწევლობაზე საუბრობდნენ. ეს სხვა სიგნალიცაა – ისრაელი ჰეზბოლას ღია სიგნალს უგზავნის, რომ მასთან ომი ჰეზბოლას იმაზე ძვირი დაუჯდება, ვიდრე მხოლოდ საავიაციო იერიშებია და რომ ისრაელის მხრიდან ტექნოლოგიური საშუალებები ბევრად წინაა, ვიდრე სხვა მეზობელი თუ რეგიონული სახელმწიფოსი.

შეგახსენებთ რამდენიმე დეტალს:

– ჰეზბოლა ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ტერორისტული ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელსაც ირანი უმაგრებს ზურგს;

– ჰეზბოლა ბაზირებულია ლიბანში და აქვს ძალიან დიდი ზეგავლენა ხელისუფლებაზე. მისი პარტიის წევრები პარლამენტშიც არიან წარმოდგენილი და 15 საპარლამენტო მანდატს ფლობენ.

– ჰეზბოლას სამხედრო ქსელი ძირითადად ლიბანის სამხრეთითაა მოქცეული, ისრაელის საზღვართან და აღმოსავლეთით, სირიის საზღვრის გასწვრივ;

– ჰეზბოლა დეფაქტო ომს აწარმოებს ისრაელის წინააღმდეგ და ჩრდილოეთ ისრაელსა და გოლანის მაღლობებზე ყოველდღიური, მეტწილად წარუმატებელი იერიშები მიაქვს. თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც მათმა დრონმა თუ რაკეტამ მშვიდობიანი მოსახლეობა იმსხვერპლა. ეს ომი ჯერჯერობით სასაზღვრო ხასიათს ატარებს.

– ჰეზბოლას წევრები წარმოდგენილნი არიან სირიაში, ერაყსა და იემენში, სადაც ლოკალურ შიიტურ ნაწილებს აქტიურად წვრთნიან;

– ჰეზბოლას მოკავშირე ირანთან ერთად რუსეთიცაა.

– ჰეზბოლას მოკავშირეა ღაზას სექტორში ბაზირებული ჰამასიც, რომელმაც 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე განახორციელა სრულმასშტაბიანი თავდასხმა.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირანში ჰამასის (ღაზას სექტორში მოქმედი) პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის ფონზე ირანმა ისრაელს ვერავითარი პასუხი ვერ გასცა, რაც მის სისუსტედ გადაითარგმნა და ისრაელმა კიდევ უფრო დამაჯერებლად დაიწყო მოქმედება.

ისიც აღვნიშნოთ, რომ ისრაელი მსგავს ტექნოლოგიურ თავდასხმებს ირანისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ადრეც იყენებდა. ამის მაგალითია “სტაქსნეტის” შემთხვევა, როდესაც ციფრულმა კიბერ ვირუსმა 2010 წელს ირანის ატომურ სისტემაზე მიიტანა დარტყმა.

საინტერესოა რომ არც სტაქსნეტზე და არც დღევანდელ პეიჯერების აფეთქებაზე ისრაელს არ აუღია პასუხისმგებლობა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved