• რეკლამა
  • კონტაქტი
02:53, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იქნება უკიდურესად საშიში, ისეთი რეპრესიები შეიძლება დაიწყოს…” – რუსეთის ინტერესები და ოცნების სახიფათო მანევრი – ბესელია

ალია ავტორი - ალია
17:08 03-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,819

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, ხალხის ძალის პარტიად ოფიციალურ დაფუძნებას ეხმაურება და მედიასთან, ამბობს:

მმართველს პარტიას სჭირდება დამატებითი ძალები, ის მარტო, დამოუკიდებლად ვერ მოაგროვებს უმრავლეს მანდატს – ეს არის შეუძლებელი, ამიტომაც ცდილობს გაიჩინოს ხელოვნური მოკავშირეები, გაიყოს ხელოვნურად, იქნებ მოახერხოს. არ ვიცი, ბარიერს დაწევენ, თუ არა, ვეჭვობ, რომ არ დაწევენ ბარიერს. ეცდებიან მაშველი რგოლი გახდეს ეს სატელიტი პარტიები, ეს არის მათი ამოცანა.

ძალიან სახიფათო სურათი ჩანს, დღეს ამ არჩევნებზე რუსეთის ინტერესები დაეჯახება საქართველოში პროქართულს, ევროკავშირის იდეა, ძირითადი ომი იქნება აქ გაჩაღებული. ამ სახიფათო მანევრირებას, რასაც ცდილობს დღეს მმართველი პარტია, უნდა დაუპირისპირდეს ყველა ის პროდასავლური ძალა, რომელიც ემზადება, რომ საქართველოს დაეხმაროს, იყოს დემოკრატიული, ცივილური სამყაროს ნაწილი. სუბარი იქნება თუ მაჭარაშვილი, აღარ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ხალხი, რომელიც ახლა ძალიან ცუდ დავალებას ასრულებს. ამიტომაც არის ახლა საჭირო კონსოლიდირება. უნდა გაძლიერდეს ზეწოლა მაქსიმალურად, ყველა პარტია ამაზე უნდა ლაპარაკობდეს, რომ საარჩევნო უბნები უნდა გაიხსნას ევროპის ყველა ქალაქებში, სადაც 50–ზე მეტი ამომრჩეველი ფიქსირდება. რა არის გამარჯვების ფორმულა? – ეს არის აქტიურობა, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს თავისი არჩევანი ცვლილების სასარგებლოდ – ამას ვერავითარი გაყალბება ვეღარ მოერევა, როგორც 2012 წელს შევძელით, მაქსიმალურმა აქტიურობამ გადაწონა გაყალბების ყველა საქემა, ზუსტად ასე უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, მრავალპარტიული, კოალიციური მმართველობა მივიღოთ. 

რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება, ისეთივე მანიპულაციას მიმართავს ახლა მმართველი პარტია და ნუ დაგვავიწყდება, მეოთხე ვადით უნდათ ხელისუფლებაში დარჩენა და ეს იქნება უკიდურესად საშიში, ისეთი რეპრესიები შეიძლება დაიწყოს და ისეთი, უკიდურესად პრორუსული პოლიტიკა გატარდება ქვეყანაში, თუ არაფერი შეიცვლება, რომ ამ მართლაც გამოქვაბულიდან გამოსვლა ჩვენ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved