• რეკლამა
  • კონტაქტი
03:45, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია” – შოთა ბერეკაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:08 05-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
244

ფასების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროდუქციის ფასების შემსწავლელმა კომისიამ სწორი დასკვნა დადო, რასაც შოთა ბერეკაშვილი დიდ მიღწევად აფასებს. ამის შესახებ მან პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

ის „გახარია საქართველოსთვის“ წევრს დაჯი კოვზირიძის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კომისია არა ფასების შემცირების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია იყო.

„ფასების შემსწავლელ კომისიასთან დაკავშირებით მინდა, გამოვეხმაურო კრიტიკას – პირველ რიგში დავიწყებ იმით, რატომ შეიქმნა ეს კომისია. ეს იყო პარტია „ქართული ოცნების“ კერძოს პრემიერის ინიციატივა, იქიდან გამომდინარე, რომ 2025 წელს საკვებ პროდუქტებზე ინფლაცია განსაკუთრებით გაიზარდა. გასულ წელს საშუალო ინფლაცია იყო 3.9%, რაც მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს იყო. თუმცა საკვებ პროდუქტებზე ინფლაცია მაღალი იყო, ჩვენი ინიციატივა იყო შეგვესწავლა რა იწვევს ამ პროცესს და რატომ მოხდა გაძვირება. პირველ რიგში, ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია. კომისიის მიზანი იყო რომ პირველ რიგში პრობლემების იდენტიფიცირება გაგვეკეთებინა, თუ რა პრობლემები იწვევს საკვებ პროდუქტებზე ინფლაციას. შემდეგ გაგვეკეთებინა ანალიტიკა – სექტორის სიღრმისეული შესწავლა და ამის შემდეგ დაგვედო გეგმა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იყო აღნიშნული პრობლემის მოგვარება. სწორედ ეს 104-გვერდიანი დასკვნა ამისგან შედგება და ის 3 ნაწილად არის დაყოფილი. პირველი არის მოკლევადიანი დროებითი ღონისძიება, მეორე საშუალო პერიოდზე გაწერილი, კონკრეტული სისტემური რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს სექტორის გაჯანსაღებას და მესამე არის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც გაწერილია 2-3 წელზე, რომელიც ფასწარმოქმნაში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემას – მიწოდების გრძელი ჯაჭვის დამოკლების საშუალებას მოგვცემს და სექტორი ეფექტური გახდეს.

ეს ფასი, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი ხედავს, ეს არ არის ქსელის ფასი. ის სამი კომპონენტისგან იქმნება – იმპორტიორ-მწარმოებელი, დისტრიბუტორი და ქსელი. სწორედ მათი ერთიანობა ქმნის ფასს და ჩვენ სრულყოფილად შევისწავლეთ ეს მიწოდების ჯაჭვი. თქვენმა კოლეგებმა ქალბატონო დაჯი, ჩვენს დასკვნას აკადემიური უწოდეს. მართლაც აკადემიური უნდა იყოს დასკვნა, რომელიც ეხება სექტორს, რომლის ბრუნვას ჩვენი ეკონომიკის 20%. აქ რაიმე აგრესიული ფორმით ჩარევა ან გადაცდომა, შეიძლება სავალალო გახდეს არამხოლოდ სექტორისთვის, არამედ მთლიანად სექტორისთვის. სწორედ ამიტომ დასკვნა საკმაოდ სიღრმისეული იყო. მე პირადად დიდ მიღწევად მიმაჩნია, რომ დიაგნოზი სწორედ დავსვით“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა. (ბიემჯი)

თეგები: შოთა ბერეკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved