• რეკლამა
  • კონტაქტი
02:19, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იმის ნიშანია, რომ კრემლში ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ომის მოგების იმედი” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
00:50 04-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
456
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“26 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
– დღეს ინტენსიური სამხედრო მოქმედების ერთ-ერთი მთავარი არეალი ზაპორიჟიას რაიონი იყო, რომელიც პრაქტიკულად უწყვეტად იბომბება. რუსებმა დილიდან საარტილერიო იერიში დაიწყეს უკრაინელთა მიერ გამაგრებულ პოზიციებზე. იყენებდნენ აკრძალულ კასეტურ იარაღსაც. ზოგადად, მეოცე საუკუნეში დამუშავებული ტაქტიკაა მეორე მხარის პოზიციების საარტილერიო დაბომბვა და შემდგომ სატანკო და ქვეითი ნაწილებით იერიში. ამ დროს მძიმე ტექნიკა ქვეითებთან ერთად მოქმედებს და ცდილობს მათ დაცვას. მაგრამ რუსების სამხედრო იერიში განსხვავებული და ბევრად არაპროფესიონალურია. მათ საარტილერიო ცეცხლს სატანკო კოლონით გადაადგილება მოჰყვა (კოლონებად გადაადგილება არასდროსაა კარგი იდეა), რომელთაც ქვეითები არ მიჰყვებოდნენ. ამიტომ რუსული კოლონა ჰულიაპოლთან ტანკსაწინააღმდეგო იარაღითა და არტილერიით იქნა შეჩერებული, რასაც კონტრიერიში მოჰყვა. უკრაინელებმა ქალაქის შემოგარენში რუსული სამხედრო პოზიციების დასუსტება შეძლეს. თუმცა მეორე ფაქტი ისაა, რომ რუსები ზაპორიჟიას მიმართულებას ძალიან დიდი ძალებით უტევენ და არაერთი არამედ რამდენიმე მიმართულებიდან ერთდროულად ცდილობენ წინსვლას. უკრაინელებისათვის პოზიციების შენარჩუნება განსაკუთრებით რთული იმიტომაა, რომ ამ მხარეში სტეპი და მოსწორებული ნიადაგია ხოლო შეტევა 150 კილომეტრის გასწვრივ ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს კი შეტევის მოგერიებას ართულებს. მეორეს მხრივ, თუკი რუსებმა ვერ მოახერხეს დიდი ურბანული ცენტრების დაკავება მათი ლოჯისტიკური მომარაგება იმავე ბედს გაიზიარებს, რაც ერთი თვის წინ სუმის რაიონში დაემართათ.
– სიტუაცია კვლავ კრიტიკული რჩება ხაკრივი-დონეცკის რაიონის საზღვართან, იზუმიდან სამხრეთით. რუსებმა ბარვინკოვესთან ახლოს დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკას მოუყარეს თავი. გრძელდება ორმხრივი საარტილერიო დუელიც. ამ მიმართულებით რუსები გზით დონეცკის რაიონში ცდილობენ შესვლას, რაც ტყიან მასივში გავლას გულისხმობს, სადაც ჩასაფრებები ხშირია, ხოლო მეორე მიმართულებით – რომელიც სახნავ-სათეს მიწებზე გადის – უშალოდ ბარვინკოვისაკენ მიიწევენ. ეს უკანასკნელი შეტევა ბევრად უფრო რთული მოსაგერიებელია სწორედ რელიეფური გარემოებებიდან გამომდინარე. თუმცა თუკი საბრძოლო მოქმედებებმა უშალოდ დასახლებულ პუნქტში გადაინაცვლა იქ რუსებს ნამდვილად გაუჭირდებათ. უკრაინელებს რომ ავიაცია მასობრივად ჰყავდეთ რუსების ეს შეტევა დიდი ხნის შეჩერებული იქნებოდა.
– ძალიან მძიმე შეტაკება მიმდინარეობს ლუგანსკის რაიონში. პირველ რიგში აღსანიშნავია ქალაქი რუბეჟნოე, რომელსაც უკრაინული არმია, მოხალისეთა ნაწილები და მედესანტეები იცავენ. ამ უკანასკნელთა ინტენსიურმა მოქმედებამ დღეს რუსების დამატებით გადასროლილი შემტევი ნაწილები გაანადგურა.
მძიმე სიტუაციაა კიდევ ერთ ქალაქში – პოპასნაიაში. უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ ქალაქში რუსები ომის პირველივე დღიდან ცდილობენ გაჭრას, მაგრამ უკრაინული თავდაცვის ზღუდე და ფრონტალური ნაგებობები ხანგრძლივი დროით აკავებენ მათ. ამასთან უკრაინული არმიის ელიტური დანაყოფები მათ შეჩერებას ურბანულ ბრძოლაში ახერხებენ, თუმცა ახლაც ქალაქის ქუჩებში ძალიან მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს.
უკრაინის არმიამ მოახერხა და ლუგანსკის რაიონში რუსული არმიის შეიარაღების საწყობი დაბომბა. ამით არსებული დეფიციტი რუსულ ნაწილებში კიდევ უფრო ხელშესახები გახდება. სწორედ ასეთი იერიშების შედეგია, რომ რუსებმა სწრაფი წინსვლა ვერცერთი მიმართულებით ვერ შეძლეს.
ამასთან, ლუგანსკის მოსახლეობა იმაზე საუბრობს, რომ რაიონში მამაკაცთა სერიოზული დეფიციტია. მათი უმრავლესობა რუსებმა წინა ხაზზე გადაისროლეს და შეახოცეს. ლუგანსკის სეპარატისტული არმია, როგორც ასეთი, თითქმის აღარც არსებობს.
– დღეს ქალაქ მარიუპოლში გამალებით იბომბებოდა უკრაინელთა პოზიციები. “აზოვსტალის” დაბომბვის შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. როგორც იტყობინებიან, დაჭრილებისა და ბავშვების მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
მეორეს მხრივ რუსების ქვეითი ნაწილების მცდელობა მიახლოებოდნენ “აზოვსტალს” მძიმე დანაკარგებით დასრულდა. რუსებმა უკან დაიხიეს.
– დღეს ბელგოროდის რაიონში (რუსეთი) დაიბომბა ქალაქი გლუვჩინო. რეალურად, ეს ომი აღარ მიმდინარეობს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე.
– დნესტრისპირეთში (მოლდოვა) რუსული პოზიციებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების შემდეგ რუსებმა და სეპარატისტებმა სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადეს. შესაძლოა დაიწყოს მობილიზაციაც. რეალურად, უკრაინელები ცდილობენ პრევენციული დარტყმით შეაჩერონ რუსების მხრიდან რაიმე სახის შეტევა უკრაინის სამხრეთ-დასავლეთში. ამასთან, დნესტრისპირეთმა კარგად იცის, რომ უკრაინის გამარჯვება მისი დასასრული იქნება.
– რუსები ცდილობენ ხერსონის რაიონში თავი მოუყარონ დიდი რაოდენობით სამხედრო ძალებს. ცხადია, ეს მათ ლოგიკურ სამიზნედ აქცევთ და უკრაინელები საარტილერიო ცეცხლით კიდეც ანადგურებენ მათ, მაგრამ აქ სხვა რამაა აღსანიშნავი – რუსები არამხოლოდ ქალაქი ხერსონის დასაცავად, არამედ შეტევითი ოპერაციისათვისაც შეიძლება ემზადებოდნენ. ეს კი იმის ნიშანია, რომ რუსეთის გენშტაბსა და კრემლში ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ომის მოგების იმედი.
– დღეს გერმანიაში აშშ და მისი მოკავშირე 40 სახელმწიფოს წარმომადგენელი შეხვდა ერთმანეთს. ისინი რეალურად შეთანხმდნენ კონცეფციაზე, რომ რუსეთმა ეს ომი უნდა წააგოს, რადგან სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი გადაიქცევა პრეცედენტრად – რეალურად კი პანდორას ყუთად – რომელსაც სხვა აგრესორი სახელმწიფოები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ.”
თეგები: გიორგი კობერიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved