პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“ადამიანის ქება-დიდების, ადამიანისთვის ხოტბის შესხმის არაერთ სცენას შევსწრებივარ. ზოგჯერ თავად შემრცხვენია განდიდებულის ნაცვლად, ზოგჯერ მოვხიბლულვარ ზუსტად შერჩეული და დახვეწილად წარმოთქმული სიტყვების გამო.
თუმცა, ამასწინად დავრწმუნდი, რომ ამ საქმეში ყველაზე მთავარი ენამოსწრებულობა და იუმორია.
ჩემ თვალწინ უთხრეს ერთს, თქვენ რომ პარლამენტში არ ხართ, ეს იგივეა – ქვეყანა “ბოინგ 777″-ს ფლობდეს და ავიალაინერს თბილისი-გორის რეისის შესასრულებლად იყენებდესო.”
კომენტარები