• რეკლამა
  • კონტაქტი
09:29, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს გოგონა არის ბაჩოს შვილი, რომელიც ჩემი შვილის ნათლულია და წლებია სიახლოვე მაქვს ბაჩოსთან და მის მეუღლე ანისთან“ – პაატა ბურჭულაძის პასუხი

რას პასუხობენ „კურიერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პაატა ბურჭულაძე და ბაჩო ახალაიას მეუღლე?

ალია ავტორი - ალია
14:30 09-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
353
ცოტა ხნის წინ „რუსთვი 2“ -მა გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს, სადარბაზოდან როგორ გამოდიან პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა. „რუსთავი 2“ წერს: „არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიასთან 4 ოქტომბრის გეგმებზე კონსულტაციებს მართავენ. კადრებში ჩანს, როგორ ტოვებენ ბურჭულაძე და ზოდელავა ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ კორპუსს.“
„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე:
„რუსთავი -2 რამოდენიმე დღეა დამდევს და ეძებს ჩემს, მურთაზ ზოდელავას და ბაჩო ახალაიას ურთიერთობას. ეს გოგონა არის ბაჩოს შვილი, რომელიც ჩემი შვილის, შუქრის, ნათლულია და წლებია სიახლოვე მაქვს ბაჩოსთან და მის მეუღლე ანისთან. ასე, რომ არ გამოუვათ ახალი ლეგენდის შექმნა.
რუსთავი 2 – ს კი მინდა დავუდასტურო, რომ არც მე და არც ჩემი ოჯახის არცერთ წევრს არ გვყავს მონათლული არცერთი ,,ოცნების” ოჯახის წევრი.
მადლობა ყურადღებისათვის.
…ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, ტარიელ ონიანთან და ბაჩო ახალაიასთან ჩემს ნათლიმირონობაზე და მე მინდა მათ ვუპასუხო, რომ მე მათთან წლებია ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.
რაც შეეხება მათ მონაწილეობას პოლიტიკაში მინდა გითხრათ, რომ ტარიელისთვის ეს აბსოლტურად მიუღებელია და ბაჩო ახალაია კი კატეგორიულად უარყოფს მის პოლიტიკურ მონაწილეობას.
ასე, რომ პოლიტიკის გარეშე ვიმეგობრებ მათთან, თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას. 4 ოქტომბერს, რუსთაველზე, როგორც კი ქართველი ხალხი გაისტუმრებს მოღალატე ხუნტა ,,ოცნებას”მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას, რომელიც ძალიან მომენატრა.“
„რუსთავი 2“-ს პასუხობს ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადირაშვილიც:
ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია, როგორ გამოდის პაატა ბურჭულაძე მურთაზ ზოდელავასთან ერთად იმ კორპუსის სადარბაზოდან, რომელშიც ჩვენც და მურთაზის ოჯახიც ვცხოვრობთ წლებია
ახლა ცოტა უკან გადავახვიოთ… დაახლოებით ერთი თვის წინ, სანამ ხაბეს დააკავებდნენ, სუს-მა ჭკვიანი კამერები დაგვიყენა კორპუსის ორივე შემოსასვლელთან, ოღონდ მანამდე მაგ დღესვე სუს-ის დრონმა შემოგვარტყა წრე და შემოიხედა ყველა ფანჯარაში. ხოდა რა ვიცი, როცა ვერც “პარლამენტის მაკეტი” ვერ იპოვე და ვერც “უკრაინიდან გამოგზავნილი ასაფეთქებელი ნივთიერება” და ხედავ რომ არაფერი უჩვეულო ამ ფანჯრებს მიღმა არ ხდება, მინიმუმ ამ დონემდე არ უნდა დაეცე, რომ სუს-ის მოცემული ჭკვიანი კამერების უაზრო ჩანაწერით თავი გაიბანძო და გაშიშვლდე ბოლომდე.
პ.ს. რაც მთავარია, რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში და არც არასდროს არ ვაპირებთ ყოფნას.
#4ოქტომბერი #მშვიდობიანიდამხობარეჟიმს #დროშებისრევოლუცია

 

 

თეგები: ანი ნადარეიშვილიბაჩო ახალაიამურთაზ ზოდელავაპაატა ბურჭულაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved