ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია:
“ვაქცინაციის ტემპი, ბოლო დღეებში შემცირდა. გუშინ 24 საათის განმავლობაში, 7 ათასზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზულად საჭიროა ვაქცინაციის პროგრამის კიდევ მეტად სტიმულირება, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, ოჯახის ექიმების მეტად აქტიური ჩართულობით, თუ რაიმე სხვა გზით, რომ გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამაში მოცვა”
კომენტარები