• რეკლამა
  • კონტაქტი
00:41, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს დავალება “ნაცმოძრაობიდან” ჰქონდა!” – რატომ ედავებიან ნიკა მელიას ცრუ ჩვენების მიცემას?

ალია ავტორი - ალია
11:34 10-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, “ნაციონალების თავმჯდომარეს” ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან. კერძოდ, აღსრულების ბიუროს მაშინდელი წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე, დავით რუსიშვილის ოჯახის მტკიცებით, საპატიმროში უდანაშაულო ადამიანი წავიდა.

2011 წელს ზურა ტარყაშვილის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე დავით რუსიშვილია მსჯავდებული, მისი საჩივარი კი სტრასბურგში დევს. გამოძიებამ განზრახ მკვლელობისთვის რამდენიმე პირი დააკავა. ერთ-ერთი იყო 19 წლის დავით რუსიშვილი, რომელიც მკვლელობიდან მეორე დღეს დააკავეს. მის წინააღმდეგ ჩვენება ნიკა მელიამ მისცა.

“ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე მაშინ აღსრულების ბიუროში მუშაობდა. მან გამოძიებას უთხრა, რომ მკვლელობის დღეს რუსთაველზე ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მის წინ დავით რუსიშვილმა გადაირბინა. მელიამ დაკავებულიც კი ამოიცნო.

დავით რუსიშვილის მამა, თემურ რუსიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია ვერაფრით ვერ დაინახავდა ვერც მკვლელობას და ვერ დაიმახსოვრებდა თუ ვინ გადაურბინა მის მანქანას. “ნიკანორ მელიას ეს დავალება „ნაცმოძრაობიდან“ ჰქონდა. 19 წლის ბიჭი 21 წლით გაუშვეს ციხეში“, – აცხადებს თემურ რუსიშვილი.

მოგვიანებით გამოძიებამ პოზიცია შეცვალა და მკვლელობიდან რამდენიმე თვეში თავად თქვა, რომ პირი, რომელიც ნიკა მელიამ ამოიცნო და ფირზეა აღბეჭდილი დავით რუსიშვილი არ არის.

“პროკურატურა აცხადებდა, რომ ის ადამიანი, რომელიც გადარბოდა ოპერის მხარეს იყო დავით რუსიშვილი, თუმცა შემდგომში ჩვენს და პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, პროკურატურამ დაიწყო მტკიცება, რომ ეს რუსიშვილი არ არისო. არადა მელიას მიცემული ჰქონდა ჩვენება ეს რუსიშვილიაო. ფაქტობრივად ცრუ ამოცნობა ჩაატარა და ამიტომ პროკურატურამ სასამართლოზე, ნაფიცი მსაჯულების წინაშე ნიკა მელია აღარ გამოიძახა“, – აცხადებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved