• რეკლამა
  • კონტაქტი
01:39, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს დაუჭირეს ბიძინას, ამათ იქეთ გათვალეს ბიძინა… ბიძინას დალაგებული თავდაყირაა” – ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:36 12-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,710

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:

ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დგას, მაგრამ ეს არ ხსნის კობახიძისგან, ღარიბაშვილისგან და სხვებისგან პასუხისმგებლობას. ბიძინას მთავარი სისულელეა – ხომ დაალაგა მენეჯმენტი, ვითომ ამათ ახოცავს ხელს და თვითონ არის ჩრდილში, სინამდვილეში, ამ ბავშვებს აქვთ კომფორტი, ეს დაუჭირეს, რომ თვითონაც რაღაცას რომ აშავებენ, ისიც კი ბიძინას ბრალდება. შესაბამისად, ბიძინას დალაგებული სიტუაცია თავდაყირაა უკვე დღეის მდგომარეობით. რატომ არიან ასეთი უტიფრები და შემტევები? ხომ უნდა ვიფიქროთ, არ ეშინია კობახიძეს ხელისუფლება რომ შეიცვლება? არ ეშინია და იცით რატომ არ ეშინია? წავა და პროკურატურაში დაწერს, ყველაფერს ბიძინა მავალებდაო. ეს კომფორტი აქვთ, ამიტომ არიან ასე ხმალამოღებულები და ბიძინას ჰგონია, ერთგულები არიან, ბიძინამ ხომ ვითომ ესენი გათვალა, სინამდვილეში ამათმა გათვალეს ბიძინა, არიან ახლა კომფორტში, ბოლომდე მიაწვებიან, ბოლომდე ვაჟკაცობანას ითამაშებენ, და თვითონ ხომ არაფერი დაუშავებით, ბიძინა ყველაფერში დამნაშავე – ამის იმედად არიან, ეს არის ბიძინას ‘ბრძნულად” დალაგებული ჩრდილოვანი მმართველობა  რეალურად, იმ ჩრდილიდან ფეხები, ხელები, ყველაფერი უჩანს და ესენი რომ თავის ჭიას ახარებენ, ამასაც ბიძინას ტენიან. ძაან მაგარი ხარ ბიძინა რა, ძაან მაგარი.

ხალხთან ხიდი ჩატეხილი მარტო ხელისუფლებას ხომ არ აქვს, ოპოზიციასაც ჩატეხილი აქვს, გატელევიზორება მოხდა ვითომ–ვითომ პოლიტიკის. ხალხს აქვს უამრავი პრობლემა, კი, სააკაშვილიც პრობლემაა, მაგრამ ხომ არ შეიძლება, მხოლოდ რომ დილას სიცხეს ვუზომავდეთ სააკაშვილს და საღამოს წნევას. თითქოს ხალხს არ შია, არ წყურია, არაფერი არ ხდება სხვა, არც უკრაინში ომია, ჯერ პოლიტიკური ცხოვრება უნდა გაცოცხლდეს, ტელევიზორებიდან უნდა დაბრუნდნენ ხალხში. ჯერ პოლიტიკა უნდა დიაბადოს, დღეის მდგომარეობით მკვდარია და კარგ შემთხვევაში – კომაშია.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved