• რეკლამა
  • კონტაქტი
21:27, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს ჩანაწერი რომ ჰქონოდა მიშას, 2012 წელს დაიჭერდა ღარიბაშვილს, ჩუბინიძეს და შესაძლოა, ბერაც კი დაეჭირა – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:25 03-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

“ალიას” ესაუბრება ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი

– ადამიანებს, რომელთა სავარაუდო საუბრის ჩანაწერები გავრცელდა, თქვენ პირადად იცნობთ, როგორ გგონიათ, მათი ფსიქოტიპიდან გამომდინარე, ამის გამკეთებლები იყვნენ?

– მე ბერას ვიცნობდი, როგორც ბავშვს, როგორც ძალიან კარგ, ზრდილობიან ბავშვს და აღფრთოვანებული ვიყავი მისი თავმდაბლობით. იმის შემდეგ რა მოხდა, რა შეიცვალა, არ ვიცი, აღარ მაქვს კომუნიკაცია. კომენტარს ვერ გავაკეთებ, ახლა უკვე კაცია, ცოლ-შვილი ჰყავს.

– ღარიბაშვილი და ჩუბინიძე?

– ხელისუფლება ვერ სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმციით. თუ ის ჩანაწერი, რაც მოვისმინეთ ავთენტურია, შესაძლოა, გავრცელებული ჩანაწერი შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს – ღირსეული ადამიანი, თუ ის თვლის, რომ მართალია, თავად უნდა იყოს დაინტერესებული შესაბამისი გამოძიებით. მით უმეტეს, რომ, ვიმეორებ, ხელისუფალი, ვერ სარგებლობს ჩვეულებრივი მოქალაქისგან განსხვავებით უდანაშაულობის პრეზუმციით. ახლა ვიღაცები კი არ უნდა ამუნათებდნენ ღარიბაშვილს, გამოძიება დაიწყეო, ხელისუფლების ინტერესებშია რომ გამოიძიოს, დაამტკიცოს თავისი სიმართლე და ეჭვები გააქარწყლოს. ასე იქცევა ცივილიზებული, ნორმალური ხელისუფალი. როცა ასეთი მძიმე ბრალდება ისმის და შენ გამოძიებას არ აპირებ, უკვე ირიბად ადასტურებ, რომ შენ ხარ დამნაშავე. მეტი არაფერი ხდება. ეს ხდება.

– და თუ დააგვიანებს გამოძიებას დაწყება, რომც გამართლდეს, უკვე საზოგადოების დარწმუნება გაუჭირდება.

– კი, ბატონო, ნდობა დაბალი იქნება. ამიტომ თვითონ უნდა იწყებდნენ გამოძიებას. მაგრამ რატომღაც ამას არ აკეთებენ, რითაც აძლიერებენ ეჭვებს. ჰყავს ხელისუფლებას ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ბოდიში და „აპრავებენ“, ამით რომ დათვურ სამსახურს უწევენ ხელისუფლებას, ამას ვერ ხვდებიან. ან არ აინტერესებთ, თავის ჭიას ახარებენ, თავისი 2  კაპიკი ამ საქმეში აქვთ და არიან ბედნიერები. „გამპრავებლობა“ არის პროფესია დღეს, ანაზღაურებადი პროფესია. უმუშევრობაა ქვეყანაში, არ არის სხვა სამსახური და…

– რატომ გამოქვეყნდა ახლა, ვის წისქვილზე ასხამს ახლა ამ ჩანაწერის გამოქვეყნება? ვინ იხეირებს?

– ქვეყნისთვის ეს არის ძალიან ცუდი. ოპოზიციას კი სურს ხელისუფლების დისკრედიტაცია, მაგრამ არსებობს სახელმწიფო ინტერესებიც. კომპრომიტირებული ხელისუფლება ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია. ღარიბაშვილი პატრიოტია, ქვეყანა უყვარსო, ამბობენ ფეისბუქის ლომები, მაგრამ 2011 წლამდე მე ღარიბაშვილის პატრიოტიზმი არ გამიგია, აი, მერე დააზეპირებინეს პატრიოტი უნდა იყო, კარგიაო, თორემ, მანამდე, სანამ ჩვენ ვიბრძოდით, ღარიბაშვილის ბუნდღა არ იყო. ახლა კეთილი ინებოს და გადადგას კაცური ნაბიჯი, ან გადადგეს, ან გამოიძიოს, აარიდოს ქვეყანა ასეთ კომპრომატირებულ პრემიერს, მაგრამ მისი პატრიოტიზმი მისი სავარძლის სიყვარულია.

– თქვენი აზრით, ვინ არის გამავრცელებელი, ვის აწყობდა ეს?

– დარწმუნებული ვარ, შიგნიდან გავრცელდა, მიშასკენ კი იშვერენ ხელს, მაგრამ ციხე შიგნიდან გატყდა. მე ჩემი ვარაუდი მაქვს ამასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, სპეცსამსახურების საშუალო რანგის წარმომადგენელი შეიძლება იყოს გამავრცელებელი, ვიმეორებ საშუალო რანგის და არა დაბალი რანგის წარმომადგენელი. ის, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლება მალე შეიცვლება და უნდა შემდეგ ხელისუფლებაშიც დადოს კვერცხები.  საერთოდ, ამ ტიპის მასალებთან თითქმის ყოველთვის სუს-ია კავშირში, ის ადამიანები, ვისაც წვდომა აქვს ასეთ ფაილებზე. ახლა ვიღაც ცდილობს კავშირი ჰქონდეს მომავალ ხელისუფლებასთან, რადგან, ფიქრობს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შესაძლოა, სამსახურიდან გააგდონ, ან დაიჭირონ და თავს იზღვევს. ასეთი იყო ბედუკაძის ისტორიაც, იმანაც თავის დროზე ჩვენთან დადო კვერცხები და ლამის გმირად შერაცხეს ამის გამო, არადა, თავად იყო ყველაფერი იმის მონაწილე, რაც ხდებოდა.

– და მაინც, როდინდელია ჩანაწერი გგონიათ? 2010 წლის დროინდელიაო, ამტკიცებენ „ოცნების“ მომხრეები…

– იმის მტკიცება, რომ ეს 2010-2011 წლის ჩანაწერი შეიძლება იყოს, არადამაჯერებელია. მე თავად ვიყავი პროცესებში მაშინ ჩართული და ზუსტად ვიცი, ეს ჩანაწერი რომ ჰქონოდა მიშას, 2012 წელს დაიჭერდა ღარიბაშვილს, ჩუბინიძეს და შესაძლოა, ბერაც კი დაეჭირა. ჩვენ სრულ დისკრედიტაციას მოახდენდა. იმის ფიქრი, რომ მიშას ჰქონდა ეს ჩანაწერი და 2021 წლამდე შეინახა, სისულელეა, ვიღაცა ჭამს ბიძინა ივანიშვილის ამ ზღაპრებს, და ვიღაცა არ ჭამს.

– გაგრძელდება კიდევ ჩანაწერების გავრცელება?

– ისეთი საგიჟეთია ახლა, ყველაფერს უნდა ველოდოთ.

ალია

თეგები: ბერა ივანიშვილიგია ხუხაშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved