ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
სააკაშვილის ეს დღევანდელი პოსტი არის ნათელი მაგალითი, რომ ამ კაცმა ამ წლების განმავლობაში ვერც ვერაფერი ისწავლა და ვერც ვერაფერი დაივიწყა.
2003-2007 წლების “იმედი” რა თქმა უნდა არ ყოფილა ობიექტურობის განსახიერება, ის იყო ოპოზიცირი ტელევიზია შესაბამისი გადახრებით, მაგრამ იმ დროინდელ “იმედს” დააბრალო, რომ ის იყო დეზინფორმაციის მანქანა, რომ ის დღევანდელი “იმედივით” ატარებდა რუსეთის ინტერესებს და ტოლობის ნიშანი დასვა დღევანდელ და მაშინდელ ტელევიზიას შორის, არის უსინდისობის და უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე.თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს ის ამბავი, რომ როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები “იმედის” დეზინფორმაციებზე საუბრიბენ, ასახელებენ ერთადერთ ფაქტს, კახეთში გლეხის მიერ ვენახის აჩეხვა დადგმული იყოო. ოთხი წლის განმავლობაში სხვა ფაქტი არ აქვთ. ეს აქვთ ხელზე დახვეული.თავისთავად ეს ამბავიც საკმათოა, რადგან არავინ იცის, იმ გლეხმა მართლა მაშინდელი ოპოზიციის დავალებით აჩეხა ის ვენახი, – თუ არა, მაგრამ დავუშვათ დაავალეს, ეს რატომ ნიშნავს დადასტურებულად, რომ ჟურნალისტმაც იცოდა დავალების შესახებ? ტელევიზიას დაურეკეს, გლეხი ვენახის აჩეხვას აპირებსო, წავიდა ჟირნალისტი და გადაიღო. და არანარი რეპორტაჟების სერია არ ყოფილა. იყო ერთადერთი სიუჟეტი.მაგრამ გვერდზე გადავდოთ, რა მოხდა სინამდვილეში. იმ ოთხწლიანი პერიოდიდან მარტო ერთ სიუჟეტზე რომ შეგიძლია თქვა დეზინფორნაციაო იყოო, მხოლოდ ერთზე, ეს უკვე თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე.როგორც ვთქვი, მაშინდელი “იმედი” ობოექტურობის განსახიერება არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტელევიზიის თანამშრომელი ვიყავი, მეც კი მქონდა პრეტენზია სარედაქციო პოლიტიკასთან და ეს ახსოვს ყველას, ვინც მაშინ იქ მუშაობდა, მაგრამ “იმედი” მაშინ იყო ერთადერთი ოპოზიციური ეროვნული მაუწყებელი ქვეყანაში და იმ ხალხმა, ვინც სააკაშვილს ამ პოსტზე უწერთ, რომ “იმედი” ნამდვილად დასახური იყოო, საკუთარ თავს მარტივი კითხვა დაუსვით: რომელი ქვეყანაა უკეთესი, სადაც თუნდაც თქვენთვის მიუღებელი და არმოსაწონი ოპოზიციური ტელევიზია არსებობს, თუ ქვეყანა, სადაც მარტო სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზები მაუწყებლობენ?რა, დღევანდელი ოპოზიცირი ტელევიზები არიან ობიექტურობის განსახიერება? მაგრამ რა იქნებოდა დღეს ეს ტელევიზებიც რომ დაიხუროს?სიბნელე და პროპაგანდა მარტოსწორედ ასე იქნებოდა მაშინაც “იმედი” რომ არ არსებულიყო. ვინ გააკეთებდა გამოძიებებს გირგვლიანის ღუ სხვა გახმაურებულ მკვლელობებზე? საიდან გაიგებდა ხალხი ალტერნარიულ აზრს?ვიცი ზოგიერთ ნაცს ისე გაქვთ ტვინი გადაბრუნებული, რომ დარწმუნებული ვარ, გირჩევნიათ ამ ყველაფრის შესახებ არავის გაეგო და არც ალტერნატიული აზრი არსებულიყო ქვეყანაში. სხვისი დიქტატურა არ მოგწონთ, თორემ თქვენი ბელადის დიქტატურას დღესაც მისტირით.კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მაშინდელი “იმედი” შეიძლებს არ იყო ობიექტურიბის ეტალონი და შეიძლება. არც ესთეტიკურად აკმაყოფილებდა ზოგის მაღალ გემოვნებას, მაგრამ მას არასდროს უწარმოებია, არც დეზინფორმაციული კამპანია და მით უმეტეს, ანტიდასავლური კამპანია, რასაც დღევანდელი “იმედი” აკეთებს, ამიტომ ამ ორ ეპოქას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არის უნამუსობა და საკუთარი დანაშაულის უკანა რიცხვით გაპრავება.აქვე დავამატებ, რომ, როდესაც ბოლოსკენ ბადრი ღიად ჩაერთო პოლიტოკაში, პარტია დაარსა და მოინდომა “იმედი” ოპოზიციური ტელევიზიიდან პარტიულ მედიად ექცია, რევოლუციურ რელსებზე გადაეყვანა და კიდევ უფრო ცუდი რაღაცებიც გაირკვა, ამაში ჟურნალისტების დიდი ნაწილი მას არ აყვა და ტელევიზია დაეშალა.
სააკაშვილს კი გადეცით, რომ სირცხვილია ეს პოსტი. თუმცა ის არაა ერთადერთი, ვინც უკანა რიცხვით იმედის დარბევის გაპრავებას ცდილობს. სხვა რამდენიმე ნაცის ინტერვიუ და პოსტიც შემხვდა ამაზე და მინდა გითხრათ, რომ არაფერი გეშველაბათ თქვენ.














კომენტარები