• რეკლამა
  • კონტაქტი
02:00, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის უნამუსობა და საკუთარი დანაშაულის უკანა რიცხვით გაპრავება” – მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
20:21 02-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,701

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

სააკაშვილის ეს დღევანდელი პოსტი არის ნათელი მაგალითი, რომ ამ კაცმა ამ წლების განმავლობაში ვერც ვერაფერი ისწავლა და ვერც ვერაფერი დაივიწყა.
2003-2007 წლების “იმედი” რა თქმა უნდა არ ყოფილა ობიექტურობის განსახიერება, ის იყო ოპოზიცირი ტელევიზია შესაბამისი გადახრებით, მაგრამ იმ დროინდელ “იმედს” დააბრალო, რომ ის იყო დეზინფორმაციის მანქანა, რომ ის დღევანდელი “იმედივით” ატარებდა რუსეთის ინტერესებს და ტოლობის ნიშანი დასვა დღევანდელ და მაშინდელ ტელევიზიას შორის, არის უსინდისობის და უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე.
თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს ის ამბავი, რომ როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები “იმედის” დეზინფორმაციებზე საუბრიბენ, ასახელებენ ერთადერთ ფაქტს, კახეთში გლეხის მიერ ვენახის აჩეხვა დადგმული იყოო. ოთხი წლის განმავლობაში სხვა ფაქტი არ აქვთ. ეს აქვთ ხელზე დახვეული.
თავისთავად ეს ამბავიც საკმათოა, რადგან არავინ იცის, იმ გლეხმა მართლა მაშინდელი ოპოზიციის დავალებით აჩეხა ის ვენახი, – თუ არა, მაგრამ დავუშვათ დაავალეს, ეს რატომ ნიშნავს დადასტურებულად, რომ ჟურნალისტმაც იცოდა დავალების შესახებ? ტელევიზიას დაურეკეს, გლეხი ვენახის აჩეხვას აპირებსო, წავიდა ჟირნალისტი და გადაიღო. და არანარი რეპორტაჟების სერია არ ყოფილა. იყო ერთადერთი სიუჟეტი.
მაგრამ გვერდზე გადავდოთ, რა მოხდა სინამდვილეში. იმ ოთხწლიანი პერიოდიდან მარტო ერთ სიუჟეტზე რომ შეგიძლია თქვა დეზინფორნაციაო იყოო, მხოლოდ ერთზე, ეს უკვე თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე.
როგორც ვთქვი, მაშინდელი “იმედი” ობოექტურობის განსახიერება არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტელევიზიის თანამშრომელი ვიყავი, მეც კი მქონდა პრეტენზია სარედაქციო პოლიტიკასთან და ეს ახსოვს ყველას, ვინც მაშინ იქ მუშაობდა, მაგრამ “იმედი” მაშინ იყო ერთადერთი ოპოზიციური ეროვნული მაუწყებელი ქვეყანაში და იმ ხალხმა, ვინც სააკაშვილს ამ პოსტზე უწერთ, რომ “იმედი” ნამდვილად დასახური იყოო, საკუთარ თავს მარტივი კითხვა დაუსვით: რომელი ქვეყანაა უკეთესი, სადაც თუნდაც თქვენთვის მიუღებელი და არმოსაწონი ოპოზიციური ტელევიზია არსებობს, თუ ქვეყანა, სადაც მარტო სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზები მაუწყებლობენ?
რა, დღევანდელი ოპოზიცირი ტელევიზები არიან ობიექტურობის განსახიერება? მაგრამ რა იქნებოდა დღეს ეს ტელევიზებიც რომ დაიხუროს?
სიბნელე და პროპაგანდა მარტო
სწორედ ასე იქნებოდა მაშინაც “იმედი” რომ არ არსებულიყო. ვინ გააკეთებდა გამოძიებებს გირგვლიანის ღუ სხვა გახმაურებულ მკვლელობებზე? საიდან გაიგებდა ხალხი ალტერნარიულ აზრს?
ვიცი ზოგიერთ ნაცს ისე გაქვთ ტვინი გადაბრუნებული, რომ დარწმუნებული ვარ, გირჩევნიათ ამ ყველაფრის შესახებ არავის გაეგო და არც ალტერნატიული აზრი არსებულიყო ქვეყანაში. სხვისი დიქტატურა არ მოგწონთ, თორემ თქვენი ბელადის დიქტატურას დღესაც მისტირით.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მაშინდელი “იმედი” შეიძლებს არ იყო ობიექტურიბის ეტალონი და შეიძლება. არც ესთეტიკურად აკმაყოფილებდა ზოგის მაღალ გემოვნებას, მაგრამ მას არასდროს უწარმოებია, არც დეზინფორმაციული კამპანია და მით უმეტეს, ანტიდასავლური კამპანია, რასაც დღევანდელი “იმედი” აკეთებს, ამიტომ ამ ორ ეპოქას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არის უნამუსობა და საკუთარი დანაშაულის უკანა რიცხვით გაპრავება.
აქვე დავამატებ, რომ, როდესაც ბოლოსკენ ბადრი ღიად ჩაერთო პოლიტოკაში, პარტია დაარსა და მოინდომა “იმედი” ოპოზიციური ტელევიზიიდან პარტიულ მედიად ექცია, რევოლუციურ რელსებზე გადაეყვანა და კიდევ უფრო ცუდი რაღაცებიც გაირკვა, ამაში ჟურნალისტების დიდი ნაწილი მას არ აყვა და ტელევიზია დაეშალა.
სააკაშვილს კი გადეცით, რომ სირცხვილია ეს პოსტი. თუმცა ის არაა ერთადერთი, ვინც უკანა რიცხვით იმედის დარბევის გაპრავებას ცდილობს. სხვა რამდენიმე ნაცის ინტერვიუ და პოსტიც შემხვდა ამაზე და მინდა გითხრათ, რომ არაფერი გეშველაბათ თქვენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved