• რეკლამა
  • კონტაქტი
17:31, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის სინამდვილეში ივანიშვილის პოლიტიკის მთავარი ღერძი” – მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
21:02 05-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
252

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

შალვა პაპუაშვილმა გუშინ თქვა: ასეთ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, გამორიცხულია დღეს ბრიუსელმა ჩვენი სასიკეთო რამე გააკეთოს, მათთვის ჩვენ სხვის წინაღმდეგ გამოსაყენებელი სათამაშო ვართო  (არ ვციტირებ, აზრს გადმოვცემ).

ეს არის სინამდვილეში ივანიშვილის პოლიტიკის მთავარი ღერძი. ამ მოსაზრებას დაეფუძნა ყველაფერი, რაც “ოცნებამ” 2022 წლიდან გააკეთა.

სწორედ სათამაშოდ გმოყენება იყო ივანიშვილისთვის 2022 წელს ჩვენთვის ევროკავშირში განაცხადის შეტანის შემოთავაზება და არა მოულოდნელად გაჩენილი შანსი. ამიტომაც ამბობდა უარს თავიდან “ოცნება” განაცხადის შეტანაზე. მერე ხალხის ქუჩაში გამოსვლის გამო იძილებულები გახდნენ განაცხადი შეეტანათ, მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი გააკეთეს ამ პროცესიის ჩასაჩეხად და ინტეგრაციის გასაჩერებლად.

რატომ?

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა 2022 წელს წევრობის დაჩქარება ჩვენ, უკრაინას და მოლდოვას რუსეთის დასასჯელად შემოგვთავაზა ანუ უბრალოდ გვიყენებდა სხვის წინააღმდეგ ანუ ევროკავშირში მხოლოდ იმიტომ მიგვიწვიეს, რომ რუსეთი გაამწარონ. შესაბამისად ჩვენ თავი არ უნდა გამოვაყენებინოთ პოლიტიკურ თამაშებში.

ამ მსჯელობის პირველი ნაწილი, რა თქმა უნდა, სწორია. რომ არა რუსეთის უკრაინაში შეჭრა, ჩვენ ასე სწრაფად ევროკაბშირის წევრობას არავინ შემოგვთავაზებდა. რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მხრიდან იყო პოლიტიკური პასუხი რუსეთის აგრესიაზე – შენ ასე თავხედურად იქცევი? მაშინ ჩვენ იმ ქვეყნებს, რომლებშიც შენი გავლენის სფეროებად მიგაჩნია, ევროკავშირში შევიყვანთ ანუ გავლენის სფეროს შეგიმცირებთ.

კი ბატონო, ეს ასეა,
რა თქმა უნდა. დიდ პოლიტიკაში არავინ მოქმედებს ლამაზი თვალების გამო. ყველა მოქმედებს საკუთარი ინტერესებით, მაგრამ, განა, აქ ჩვენი ინტერესები არ დაემთხვა ეროკავშორის ინტერესებს? განა, ჩვენც 30 წელია იმისთვის არ ვიბრძვით, რომ რუსეთის გავლენას თავი დავაღწიოთ და აღარ გვიყურებდეს, როგორც თავის გავლენის სფეროს?

ანუ როდესაც ევროკავშირი დგამს ნაბიჯს რეგიონში რუსეთის გავლენის შესამცირებლად და ამ მიზნით სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ევროკავშირში ეპატიჟება, ეს ჩვენი ინტერესიც არაა?

პოლოტიკა ინტერესების თანხვედრაა სწორედ. როდესაც შენი და სხვისი ინტერესი ერთმანეთს ემთხვება, მაშინ შენ თავი გამოყენებულად რატომ უნდა იგრძნო? რა ლოგიკაა?

ქოცები იტყვიან, ამის გამო ჩვენც ომში აღმოვჩნდებოდითო.

ბოდიში, მაგრამ მოლდოვა არაა ომში და სანამ რელური საფრთხე არ დაგვემუქრებოდა, მანამდე წინასწარ თავზე ნაცრის წაყრა და ქვეყნის სასიკეთო საქმის გაფუჭება, რა საჭირო იყო?

ბოლოს და ბოლოს, უკან დახევა ყოველთვის შეიძლება. დაგვეწყო მოლდოვასავით ინტეგრაციის პროცესი და თუ ომის რეალური საფრთხე გაჩნდებოდა, მერე დაგვეპაუზებინა. დღესვე ხომ არ გვიღებდნენ ევროკავშირში? 2030 წლამდეა პროცესი გაწერილი

არა, ივანიშვილმა ეგრევე ჩაჩეხა. ამას ემსახურებოდა “რუსული კანონი” და ყველა სხვა შეზღუდვა. მის ამ საქციელს რამდენიმე ახსნა შეიძლება ქონდეს:

1) შიშს დიდი თვალები აქვს ანუ ძალიან მშიშარა აღმოჩნდა.

2) ივანიშვილს ქვეყანა სულ არ ადარდებს. მისთვის მთავარი ხალისუფლების შენარჩუნებაა და ევროკავშირის მოთხოვნილი რეფორმების გატარებაში ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე დაინახა

3) უბრალოდ, რუსეთის აგენტია და მათ დავალებას ასრულებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე
ახალი ამბები

დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე

19:32 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved