პარლამენტარი რომან გოცირიძე პარლამენტში ბიუჯეტის ცვლილებების განხილვას ეხმაურება და წერს:
“სიკვდილის ხარჯები!
მთავრობამ პარლამენტში წარადგინა მიმდინარე, 2021 წლის წლის ბიუჯეტში ცვლილებები, სადაც 376 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის ხარჯები.
ამას სიამაყით აღნიშნავენ.
სინამდვილეში ეს არის სიკვდილის ხარჯები. ამაში შედის ინფიცირებულთა მკურნალობის, ტესტირების, ვაქცინაციის და უამრავი სხვა ხარჯი.
12 ათასი გარდაცვლილიდან თითქმის 10 ათასი მოდის მომდინარე წელზე, 846 ათასი ინფიცირებულიდან 22 პროცენტი ანუ 186 ათასი იყო ჰოსპიტალიზებული.
რომ არა ასეთი კატასტროფული მდგომარეობა, არა თუ დამატებითი რესურსების გამოძებნა იქნებოდა აუცილებელი (ანუ სხვა საქმეებზე ფულის დაკლება), არამედ რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ეკონომიის ეკონომია მოხდებოდა.
ანტივაქსერი ხელისუფლება ხალხის სიკეთეს ანიავებს და ადამიანებს კლავს”.
კომენტარები