დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე, ამბობს:
“ეს არის საქართველოში ყველაზე აქტუალური შეკითხვა – როდის დავლევ? ამაზე პირდაპირ გიპასუხებთ: ის, რაც ქართველებს გვიყვარს, დიდი დალევა ვაქცინაციის შემდეგ მიზანშეწონილი არ არის, საკმაოდ დიდი პერიოდი. მეც ექიმი ვარ და ვინც მეკითხება, ვეუბნები, ძალიან გთხოვთ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა, ნუ დალევთ, მაგრამ ერთი ჭიქა შეიძლება როცა გნებავთ, ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლი ხშირად წამალია, თუ მას დიდი რაოდენობით მივიღებთ, მოგეხსენებათ, პრობლემები შეიძლება გაჩნდეს”
კომენტარები