პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
„მსოფლიო ისტორიაში არ მომხდარა ასეთი რამ, რომ ადამიანი შიმშილობდეს შიმშილობის შემდგომ უკეთესი მკურნალობის მოთხოვნით. შიმშილობა გულისხმობს, რომ ადამიანი მიდის ყველაფერზე და შიმშილობდე იმისთვის, რომ შიმშილობის შემდგომ გქონდეს უკეთესი მკურნალობა, ეს არის საოცრება და სასწაული საბაბი, მსოფლიოში პირველი მოვლენა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ სრულიად აბსურდის თეატრში. რაც დღეს ხდება, არის აბსურდის თეატრი. შიმშილობას, მათ შორის პოლიტიკურს, საუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს ისეთი აბსურდია, რომ ასეთი პრეცედენტი არასდროს ყოფილა“
კომენტარები