გიგი უგულავა, შალვა ნათელაშვილის პოსტს, სადაც ლეიბორისტების ლიდერი წერს, რომ თბილისი-კიევს შორის ურთიერთობის დათბობა სააკაშვილის გამოშვებას ემსახურება, ასე პასუხობს:
,,არც მე ვაპირებ მიკიბვ მოკიბვას. ეს არის რუსული ბოდვა. თუ რამე მოლაპარაკებები მიდის მხოლოდ კარგია. ეს უკრაინის სიძლიერეს და ქოცების სისუსტეს აჩვენებს. ზელენსკი მხოლოდ შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენ იმით, რომ დაამარცხოს რუსეთი. ამჯერად კი დაიხსნას სააკაშვილი ციხიდან და ეს ყველასთვის კარგია, მათ შორის პოლიტიკურ პრაგმატულად ქვეყნისთვის და საერთო ბრძოლისთვის, ადამიანურად არაფერს ვამბობ. ხოლო, ქოცების გადაგდება ქართველი ხალხის საქმეა. სანქციებს ქოცებს არავინ შეუმსუბუქებს თუ ფუნდამენტურად არ შეცვალეს ყველაფერი და თუ შეცვალეს – მაშინ ორბანივით წააგებენ. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი გამოგონილი შეთანხმება არაფრად ღირს. არ არსებობს.
თუ მიშა არის მოლაპარაკებების საგანი მხოლოდ კარგია. ვის არ უნდა მიშას გამოსვლა – რუსებს. მაშ, ნუ გახდებით რუსის გამავრცელებლები!
შალვა ნათელაშვილი პატივისცემით, დისკუსიაში აღარ შემოვალ. ჩავთვალოთ რომ ჩვენი მოსაზრებები დავაფიქსირეთ და ხალხმა თავად განსაჯოს
#FreeSaakashvili“














კომენტარები