• რეკლამა
  • კონტაქტი
21:35, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ქვეყნის მტრების გეგმის ნაწილი! აპირებენ საპატრიარქოს წინააღმდეგ გალაშქრებას…” – დიტო სამხარაძე

ალია ავტორი - ალია
16:36 04-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი, დიტო სამხარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ოპოზიციის სტრატეგიული გეგმა:

1. ჩამოიშალოს ქვეყნის ეკონომიკა, რაც ავტომატურად გამოიწვევს ფასების ზრდას, მეტ მშიერ მოქალაქეს, ინვესტიციების შემცირებას, ადგილობრივი ბიზნესის გადინებას.

ამისათვის საჭიროა, მუდმივ რეჟიმში აქციები, დესტაბილიზაცია, ქვეყნის იმიჯის შელახვა, სახიფათო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა!

2. ჩავარდეს ტურისტული სეზონი!

შესასრულებლად აუცილებელი პირობა რუსეთის სპეცსამსახურებთან აქტიური მუშაობაა, რის შედეგადაც საქართველოში ჩამოვიდნენ ცნობადი რუსი მოქალაქეები და გამომდინარე იქიდან, რომ დარღვეული არ ექნებათ ოკუპაციის კანონი, შეუფერხებლად შემოვიდნენ ქვეყანაში! მნიშვნელოვანია, ამ პირების პუტინის მოკავშირეებად გასაღება და ანტიქართული პოლიტიკის გამტარებლებად! წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ამ მოქალაქეების გადაყვანა და აქციების დაგეგმვა! მსგავს ღონისძიებებს უნდა მოჰყვეს რუსეთის პირველი პირების განცხადებები, რომ საქართველო რუსი ტურისტებისთვის სახიფათო ქვეყანაა და ურჩევენ, ან სხვა სახელმწიფოებში, ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასვენებას!!!

სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, გაკოტრდება ასობით პატარა და დიდი სასტუმრო/რესტორანი, შესაბამისად გაიზრდება გაბრაზებული მოქალაქეების რაოდენობა.

3. საქართველოს ევროატლანტიკურ საბჭოში გაწევრიანების ხელშეშლა!

ყველანაირი რესურსის გამოყენებით, “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის მოკავშირე დასავლური პარტიებისა და ლობისტების მიერ გავრცელდეს ქვეყნისთვის საზიანო განცხადებები! საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის დაკარგვა კავკასიაში, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ყარაბახში!

პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის სანქციების ამოქმედება!!!

ეს არის მხოლოდ ქვეყნის მტრების გეგმის ნაწილი! ახლო მომავალში უფრო მეტს მოვიწერები თუ როგორ აპირებენ საპატრიარქოს წინააღმდეგ გალაშქრებას, რა როლი უნდა ითამაშონ ნაცურმა ტელევიზიებმა და რატომ სურთ კოვიდ რეგულაციების გაუქმება!

მთავარი ის არის, რომ ვერასდროს შეძლებენ ქვეყნის არევას და ხელისუფლების დაბრუნებას, შანსი 0%”

თეგები: დიტო სამხარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved