• რეკლამა
  • კონტაქტი
08:56, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ყველაზე მთავარი შეკითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს” – დამოუკიდებელი ექსპერტი

ალია ავტორი - ალია
18:20 07-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, ყველაზე მთავარი კითხვაა, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძლო მოხმარების გამო, სასტიკად ნაცემი და ჯანმრთელობაშელახული რომ არ ყოფილიყო. გეჯაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა:

„ჩემი მოსაზრებაა, რომ კომისია შეიქმნას, ვნახოთ როგორ წამოვა გამოძიება, არ მგონია, გამოძიება სპეციალისტების, ვისაც მე პირადად მოვითხოვ, ჩართვაზე წინააღმდეგი იყოს… ამ ეტაპზე ექსპერტიზისთვის დასმული ყველა კითხვა მნიშვნელოვანია, შესაძლოა, შეკითხვები დამატებით გაიზარდოს. გამოძიების მიერ დასმულია კითხვები, თუ რა დაზიანებები აღენიშნება ცხედარს, რა არის სიკვდილის მიზეზი, ამ დაზიანებებს შეეძლო თუ არა გამოეწვია სიკვდილი, ხომ არ ჰქონდა მიღებული ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ან მომწამვლელი ნივთიერება და ხომ არ აქვს ადგილი მომწამვლელ ზემოქმედებას, ასევე პასუხი უნდა გაეცეს სიკვდილის ხანდაზმულობას.

მოსაწვევი იქნება ალბათ, ტოქსიკოლოგი, ნარკოლოგი, შესაძლებელია, ფარმაკოლოგი, ნევროპათოლოგი და ამაზე ერთად, კომისიურ ფრომატში უნდა ვიმსჯელოთ. გარდაიცვლებოდა თუ არა, ლექსო ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძლო მოხმარების გამო, სასტიკად ნაცემი რომ არ ყოფილიყო – ეს არის ყველაზე მთავარი, რთული შეკითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. მანამდე ველოდებით შინაგანი ორგანოების ჰისტოპათომორფოლოგიური, ჰისტოქიმიური კვლევის შედეგებს, ეს შედეგები რომ გვექნება და გამოყოფილი იქნებიან დამატებით კომისიის წევრები, ვიწრო პროფილის ექიმ-კლინიცისტებს ვგულისხმობ, მერე დავსხდებით ყველა და ვიმსჯელებთ. ამ ექსპერტიზის ფარგლებში ჯერ ველოდებით ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, მერე გადაწყდება, როგორ ვიქცევით – ამ ექსპერტიზის ფარგლებშივე მოვიწვევთ ამ სპეციალისტებს, თუ ვიტყვით, რომ სიკვდილის მიზეზს ვერ ვადგენთ ამ ეტაპზე და დასადგენად საჭიროა სპეციალისტების მოწვევა და ერთობლივ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება.

„პასუხი უნდა გაეცეს, ჯერ ის ნარკოტიკული ნივთიერებები ერთმანეთთან როგორ ურთიერთდამოკიდებულებაში არიან, როგორ აძლიერებენ ეფექტს, ტრავმის შემდეგი სისხლი, რბილი ქსოვილების, კუნთების, თვალბუდის შეშუპება, მას რა გართულებების გამოწვევა შეეძლო, ამ გართულებებს ნარკოტიკების მიღების შემთხვევაშიც კი ურთიერთზემოქმედების თვალსაზრისით შეეძლო თუ არა ერთობლიობაში გამოეწვია დამდგარი შედეგი და ა.შ. საკმაოდ ბევრი საკითხია გასარკვევი.

ჩვენ გვაინტერესებს, პრეპარატებს, რაც მას ჰქონდა მიღებული, რა ურთიერთზეგავლენა აქვთ ერთმანეთზე, აძლიერებენ, თუ ასუსტებენ გარკვეულ მოვლენებს ორგანიზმში, თუ პირიქით. შესაბამისად, მნიშვნელობა აქვს, სიკვდილის დროს, ხანდაზმულობას.”

მისივე თქმით, ექსპერტიზის საბოლოო შედეგებს არანაკლებ ერთი თვე დასჭირდება.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას ჟურნალისტთან ერთად 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ.

თეგები: ალექსანდრე გეჯაძელექსო ლაშქარავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved