• რეკლამა
  • კონტაქტი
20:24, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ფაბრიკაცია 11 წლის წინანდელი ჩანაწერების” – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:40 03-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა, სადაც, სავარაუდოდ, ის ბერა ივანიშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან ერთად ფიგურირებს. 

ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს და მის გავრცელებას მიხეილ სააკაშვილის მიერ პროვოკაციის მცდელობად აფასებს – იმ ფონზე, როდესაც, მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის რეალური კონტურები გამოიკვეთა. 

პრემიერი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია პროვოკაციას გაემიჯნება. 

“ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერების. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ყველას უსმენდნენ. მეორე – თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრისგან, ეს არის ფაბრიკაცია. საუბარი იყო, მაგალითად, იმაზე, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი, რომ მინისტრები დამირეკავენ – მე მინდა განმარტება გავაკეთო, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კითხვა. მოგეხსენებათ, მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდს, ჩვენ ვმართავდით არაერთ საქველმოქმედო პროექტს საქართველოში, ჩვენ 200-300 მლნ-იანი პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში, 3 მლრდ დოლარი აქვს დახარჯული ბიძინა ივანიშვილს ამ ფონდის მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში. ბუნებრივია, მე მიწევდა პირდაპირი კომუნიკაცია, მათ შორის, მინისტრებთან, არაერთი შეხვედრა მქონდა ნიკა რურუასთან, ბატონ სანდრო კვიტაშვილთან, თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან – ქალბატონ სანდრასთან გვქონდა მოლაპარაკებები არაერთ პროექტზე და მათი თხოვნების მოსმენა გვიწევდა. პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ხშირი სტუმარი იყო, როდესაც მე ვიყავი ფონდის პრეზიდენტი.

პასუხი ძალიან მარტივია – პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და არავითარი ლოგიკა არ არსებობს, თუ როგორ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული საკითხი.

მეორე – საუბარი იყო, რომ ეს საუბრები 2017 წელს იყო გაკეთებული, ამ დროს მე ვიყავი ბიზნესში, პოლიტიკა დავტოვე 2015 წლის დეკემბერში, 4 წელი არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში, ეს არგუმენტიც არის საფუძველს მოკლებული,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved