• რეკლამა
  • კონტაქტი
16:22, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

‘ეს არის მშრალი, უტყუარი ფაქტი – კობახიძემ პირდაპირ, თავისი პირით თქვა” –

ალია ავტორი - ალია
03:27 12-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,059

პროგრამისტი, გიორგი ლუბარეცი:

“რა ვიცით რეჟიმისვე აღიარებით: გამოიყენეს ერთდროულად რაღაც ნივთიერება UN3439 კოდის ქვეშ, რომელიც წყალში არ ზავდება, რისთვისაც ორგანული გამხსნელი, ტრიქლოროეთილენი (UN1710 / TCE) დასჭირდათ – ეს არის მშრალი, უტყუარი ფაქტი – კობახიძემ პირდაპირ, თავისი პირით თქვა.
ტრიქლოროეთილენი დამატებით ეხმარება ნივთიერების დერმისში (კანში) შეღწევას, რითიც შეიძლება აიხსნას მისი რთულად მოშორება ან კანის წვა. TCE ცალკეც ძალიან ძლიერი და საშიში ნივთიერებაა, რომელიც უამრავ ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას იწვევს, მათ შორის, სიმსივნეს და რეპროდუქციული სისტემის დაზიანებას, მაგრამ მაინც გვერდზე გადავდოთ და ვცადოთ ავხსნათ, რა არის მეორე კოდის ქვეშ.
UN3439 კოდი ზოგადია და მოიცავს ნებისმიერ ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელიც “მყარი, ტოქსიკური ნიტრილის” ქვეშ შეიძლება დაკლასიფიცირდეს. ამ კოდით შეუძლებელია მაგალითად, სითხის ტრანსპორტირება. ნივთიერება აუცილებლად უნდა იყოს ფხვნილის / კრისტალურ ფორმაში, ნიტრილების ჯგუფში (C=N).
UN3439 კოდის ქვეშ, გარდა კამიტისა, შეიძლება ასევე იყოს ქლორბენზალმალონონიტრილი, იგივე CS, იგივე ჩვენი ძმა და მეგობარი ცრემლსადენი გაზი, რომელიც გაზავებამდე ფხვნილის ფორმაშია. ცრემლსადენ გაზს უფრო ზუსტი კოდიც აქვს – UN3448 (ცრემლსადენი გაზის ნივთიერება, მყარი).
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მარტივი ანალოგიით – ზეთი ტრანსპორტირებისას საპოხ მასალადაც შეგიძლია გაატარო, სითხის ქვეშაც და აალებადი ნივთიერების ქვეშაც. იგივეა ამ კოდზეც.
ცრემლსადენი გაზის გარდა, ამ ზოგადი კოდის ქვეშ ძალიან ცოტა ნივთიერების გაყვანა შეიძლება.
არსებობს თეორიული შანსი, რომ შერეული ნივთიერება ცრემლსადენი გაზი იყო, რომელიც შეძენისას ან (1) არაზუსტად, ზოგადად დაკლასიფიცირდა ან (2) განზრახ დაკლასიფიცირდა ზოგადი კოდით, ტრანსპორტირების რეგულაციების გვერდის ავლის ან სხვა მიზნებისთვის. ტრიქლოროეთილენში გახსნის შემთხვევაში, შეიძლება მას ჰქონოდა იგივე / მსგავსი ეფექტები, რაც ექნებოდა კამიტს.
ეს ნივთიერება ვერ იქნებოდა კაპსაიცინი (წიწაკის სპრეი). იმის მიუხედავად, რომ არც ისაა წყალში ხსნადი, სჭირდება გამხსნელი, ისიც მყარ ფორმაშია, კაპსაიცინი ამიდია და არა ნიტრილი, ამიტომ UN3439 კოდის ქვეშ მისი შეძენა/შენახვა ვერ მოხდება.
თუმცა ცრემლსადენ გაზს გამორიცხავს ის, რომ მესამე დღეა, რეჟიმი არ ასახელებს ნივთიერების სახელს. მიუხედავად იმისა, რომ ცრემლსადენი გაზის დასახელება რეჟიმისთვის ვერ იქნებოდა ხსნა (TCE-ში გახსნის გამო), ის მაინც იქნებოდა უკეთესი, ვიდრე კამიტი.
ყველა სხვა ნივთიერება, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო დაკლასიფიცირებული ამ კოდის ქვეშ – (1) იქნებოდა არაეფექტური, (2) უარესია, ვიდრე კამიტი.
მაგალითად:
– ქლოროთალონილი – სამეურნეო, ფუნგიციდი – კარცეროგენი, შეუძლია გამოიწვიოს თვალების შეუქცევადი დაზიანება.
– დიქლობენილი – სამეურნეო, ჰერბიციდი, სისტემური ტოქსინი – შეუძლია გამოიწვიოს ორგანოების შეუქცევადი დაზიანება.
– ციპერმეტრინი – სამეურნეო, ინსექტიციდი – ნეიროტოქსინი (ამ ბოლოს მგონი ახსნა არ სჭირდება).
– მალონონიტრილი – გამოიყენება ქიმიურ სინთეზში – უფრო მაღალი ტოქსიკურობის, ვიდრე კამიტი. მეტაბოლიზმის დროს ორგანიზმში შეიძლება გამოთავისუფლდეს ციანიდი.
– ბრომოქსინილი – სამეურნეო, ჰერბიციდი – გაცილებით უფრო მაღალი ტოქსიკურობის. იწვევს ჰიპერთერმიას (გადახურება), მეტაბოლურ კოლაფსს, ნაყოფის დეფექტებს.
აზობისიზობუტირონიტრილი – გამოიყენება პლასტმასის წარმოებაში – ფეთქებადი.
პ.ს. “-ციდი” დაბოლოება ნიშნავს მკვლელს (ლათ. caedere – მოკვლა). ინსექტიციდი – მწერების მვკლელი, ჰერბიციდი – სარეველების მკვლელი, ფუნგიციდი – სოკოების მკვლელი.
ნიტრილების ჯგუფში ბევრი ნაერთია, მაგრამ ისევ: არცერთი არაა ცრემლსადენი გაზის გარდა, რომელიც მასების კონტროლისთვის გამოიყენება, ხოლო ცრემლსადენ გაზს ოცნება პირველივე დღეს დაადასტურებდა.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved