• რეკლამა
  • კონტაქტი
04:29, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს არის „ლელოს“ ინიციატივა და ამ პარტიის ყველა ინიციატივა, რეალობას აცდენილია… ხალხზე მზრუნველი ბანკირებისა არ მჯერა“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
20:25 09-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
360

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– საპარლამენტო ოპოზიცია, სოსო გოგაშვილის მიერ მოქმედ ჩინოვნიკებზე, ბიძინა ივანიშვილზე გავრცელებული ინფორმაციების გამოძიების მიზნით, საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს. როგორ ფიქრობთ, ღირს მისი შექმნა? რაიმე შედეგს მოგვცემს ეს კომისია?

– ეს არის „ლელოს“ ინიციატივა და ამ პარტიის ყველა ინიციატივა, რეალობას აცდენილია. თუ რაიმეს შეცვლა უნდათ, ადგნენ და საბანკო სისტემაში არსებული დანაშაულებრივი საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია  შექმნან. კი, კარგია გოგაშვილის მხილებების თაობაზე კომისია თუ შეიქმნება, გოგაშვილსაც ტრიბუნა მიეცემა და რაც თქვა, იმ სავარაუდო ფაქტებსაც გამოიძიებენ. ეს ერთი მხარეა, მაგრამ ვფიქრობ, ამას მხოლოდ  პიარისთვის თუ გამოიყენებენ ინიციატორები, სხვა არაფერი მოხდება  და არანაირი კომისია არ შეიქმნება. 50 დეპუტატის ხმა უნდა კომისიის შექმნას, რეალურად, შეუძლიათ ამ რაოდენობის ხმების მოგროვება ოპოზიციას. მაგრამ ხომ იცით, როგორც ხდება? ერთი მოისმენს, მეორე – გაატარებს, ვიღაცა „ქართულ ოცნებას“ გაურიგდება, ხმას არ მისცემს ამ კომისიის შექმნას და საბოლოოდ, ესეც დავიწყებას მიეცემა. საგამოძიებო კომისია შექმნან, გამოიძიონ,  ეროვნული და კომერციული ბანკები, შეთანხმებულად რომ ატყავებენ საპროცენტო განაკვეთებით ხალხს, ლარის კურსის მუდმივი თამაშით და ხალხს წელიწადში რამდენჯერმე ჯიბიდან მილიონებს აცლიან. ლარის გაუფასურების გამო ყველაფერი რომ ძვირდება, ხალხი ამით რომ ღატაკდება, ამაზე შექმნან საგამოძიებო კომისია. აგერ, ხალხი ქუჩაში რჩება, ბინებს და სახლებს უყიდიან კერძი მევახშეები და ეს საქმე შეისწავლონ. რა ვქნა, რა ინიციატივაც „ლელოსგან“ მოდის, არ მჯერა, რომ ისინი ხალხის კეთილდღეობისთვის არის გამიზნული. ხალხზე მზრუნველი ბანკირებისა არ მჯერა და ერთს ასეთს თუ იპოვნით და გამაცნობთ, დიდად დამავალებთ. ბანკირი ხალხის მხარეს არასოდეს არ ყოფილა და არც იქნება, ბანკირი  არ იქნება სახალხო პოლიტიკის მწარმოებელი. „ლელოს“ ბანკირებზე მდიდარი ბანკირი კი გვყავს ხელისუფლებაში და რასაც წარმოადგენს, რა დღეში ჩააგდო ქვეყანა, ყველანი ვხედავთ. ერთი კომისია რაზე უნდა შექმნან, იცით? აი, ბიძინა ივანიშვილის სახლში რომ იყვნენ მამუკა ხაზარაძე, ვანო ჩხარტიშვილი, ირაკლი შოთაძე და ქვეყანას რომ იყოფდნენ თუ რასაც აკეთებდნენ, მაგის გასარკვევად. ეს თავად ხაზარაძემ მოჰყვა ტელევიზიით. რა უნდოდათ იქ, რაზე ჰქონდათ ლაპარაკი,  რა უნდოდა იქ გენპროკურორს, ამაზე ლაპარაკი არ უნდათ. ბოლოს იმას ვიტყვი, რომ მევახშეებს ხალხი რომ აღარ გამოესახლებინათ სახლებიდან, კანონი მივიღეთ და მათ აეკრძალათ იპოთეკური სესხის გაცემა. ადგნენ და მოძებნეს გამოსავალი – ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გასცემენ სესხებს და უამრავი ოჯახი დატოვეს ისევ ქუჩაში, უკანასკნელი საცხოვრისი გაუყიდეს. ხედავენ ამ პრობლემას, ამ გაუბედურებულ ხალხს და ხმას არ იღებენ. მოიძებნა კანონში ხვრელი? ადექი და ამოქოლე, ახალი კანონი მიიღე და აუკრძალე ამ ნასყიდობა-გამოსყიდვის საფუძველზე ფულის გასესხება. არა, ამაზე ხმას არ იღებენ, რადგან ის კერძო მევახშეები ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულს ატრიალებენ, მათი მეწილეები კი პოლიტიკაში არიან და მსხვილ პროცენტებს უხდიან ის კერძო მევახშეები. კიდევ „ქართული ოცნების“ რამდენი მევახაშე დეპუტატია და მათი ფულიც ტრიალებს, მათაც დიდი ხეირი აქვთ. ბავშვები ქუჩაში რჩებიან. რუსეთშიც კი დაცულია ამ მხრივ ბავშვთა უფლებები. ვერც ბანკი, ვერც კერძო მევახშე სახლს თუ ბინას ვერ გაუყიდის მევალე მშობლებს, თუ ბავშვს არ დაუტოვებენ მცირე წილს, მცირე ადგილს, ერთ პატარა ოთახს მაინც, სადაც ბავშვი იცხოვრებს. ბანკები გამოდიან და აცხადებენ, ჩვენ რამდენი ხანია არავინ გამოგვისახლებიაო – სტატისტიკას იუმჯობესებენ. რა მნიშვნელობა აქვს, ბანკი გამოასახლებს თუ კერძო მევახშე, რომელიც ბანკის ფულით მუშაობს?!

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved