• რეკლამა
  • კონტაქტი
22:57, ოთხშაბათი, 20 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ეს არის საქართველოს დაპყრობა რეჟიმის მიერ, რომელიც კონტროლდება მოსკოვის მიერ” – ერიკ ნილი

ალია ავტორი - ალია
21:48 06-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
169
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ესტონელმა მომხსენებელმა, ერიკ ნილს კროსმა საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, თქვა:

მე თქვენ გეკითხებით – სხვა რა უნდა მოხდეს საქართველოში, რომ საბოლოოდ ავდგეთ და რაიმე მოვიმოქმედოთ ამის შესახებ? რა თქმა უნდა, ასევე მინდა გთხოვოთ, მოვლენები სწორი სიტყვებით დაახასიათოთ. ჩვენ ვიყენებთ ტერმინს – “დემოკრატიული უკუსვლა”. ეს არ არის დემოკრატიული უკუსვლა.

ის, რასაც ჩვენ რეალურ დროში ვუყურებთ, არის საქართველოს რუსული სტილის, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ მართული, რუსეთის მიერ ხელშეწყობილი ხელში ჩაგდება. ეს არის სახელმწიფოს დაპყრობა ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმის მიერ, რომელიც შთაგონებულია და კონტროლდება მოსკოვის მიერ და ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს. 

ქართველი ხალხი ევროპული დროშებით მშვიდობიან დემონსტრაციებს უკვე 200 დღეზე მეტია, აწყობს. მათი არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. არცერთი. და რა გავაკეთეთ ჩვენ? 

იანვარში ამ ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება რამდენიმე პირობით მოახდინა. იყო ოთხი მთავარი პირობა: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების შეწყვეტა, პოლიციური ძალადობის გამოძიება და ყველაზე მნიშვნელოვანი – ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება. რა იყო პასუხი? ქართული ოცნების დელეგაციამ [ევროსაბჭოს საპარლამენტო] ასამბლეა დატოვა, ვინაიდან მათ ეს ეწყინათ და რეჟიმმა ესკალაცია მოახდინა. 

მათი მხრიდან დამორჩილება საერთოდ არ ყოფილა, პირიქით. ბიძინა ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობას  საქართველო 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით – დემოკრატიისგან დიქტატურისკენ მიჰყავს. ქართული ოცნება ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაციას სწრაფად ახდენს. 

მხოლოდ ამ კვირაში ოპოზიციის 7 ლიდერი დააკავეს და გაასამართლეს, აუკრძალეს პოლიტიკური საქმიანობა, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. [დაკავებული პოლიტიკოსებისაგან] ზოგი მათგანი უკვე ვახსენეთ. მე კიდევ ერთს დავამატებ – გივი თარგამაძე, რომელიც ბელარუსში დაუსწრებლად უკვე გაასამართლეს; რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული რუსეთში; რომელიც თითქმის ააფეთქეს კადიროველმა ჩეჩნებმა და ახლა სისხლის სამართლის ბრალდებები საქართველოში აქვს წაყენებული. ისინი რეჟიმის მეგობრები არიან.

ამიტომ მოდით, აბსოლუტურად ნათლად განვაცხადოთ: თუ ამას ახლა არ გავცემთ პასუხს, ჩვენ თანამონაწილეები ვიქნებით. სიჩუმე აღარ არის ნეიტრალიტეტი. სიჩუმე არის ღალატი.

ამიტომ ჩვენ ქართული ოცნების ყველა ოფიციალური პირის, მინისტრის, დეპუტატის, მოსამართლის, პოლიციის, მათი მეზობლებისა და ოჯახების წინააღმდეგ დაუყოვნებლივი მიზნობრივი სანქციების დაწესების მოწოდებით გამოვდივართ. 

ჩვენ მოვუწოდებთ ღირსეულ ოფიციალურ პირებს, საჯარო მოხელეებსა და პოლიციელებს საქართველოში – დატოვონ თანამდებობები და შეუერთდნენ ხალხს. მოვითხოვთ საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისო საქმის აღძვრას, ისევე როგორც ეს ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოხდა, ისევე როგორც ეს საბერძნეთის შავი პოლკოვნიკების წინააღმდეგ გაკეთდა ერთხელ, მძიმე დარღვევების გამო, ვინაიდან საქართველო შემდეგი ტყვე ერად გადაქცევის საფრთხის წინაშე დგას, ისევე როგორც ბელარუსი არის დღეს და ევროპის ნაწილი იყო ადრე.

ეს რუსეთისა და “რუსკი მირის” გამარჯვება, ხოლო ევროპისა და ამ ასამბლეის დამარცხება იქნება. 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის

13:52 05-20-2026
არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს
ახალი ამბები

არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

08:00 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved