• რეკლამა
  • კონტაქტი
18:01, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს არის დიდი შეთქმულების ნაწილი – გოგა ხაინდრავა

ალია ავტორი - ალია
15:07 12-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

რეჟისორ გოგა ხაინდრავას შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული არასწორი მონაცემები მიზანმიმართულად გაავრცელა:

„ეს არის დიდი შეთქმულების ნაწილი ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შეთქმულება საიდან მოდის, ყველამ კარგად ვიცით. მათ თავიდანვე იცოდნენ, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის იმ ქალბატონმა, პრეტენზია რომ აქვს, თითქოს ჩვენს უფლებებს იცავს და ამ დროს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ უფლებების დამცველია – სამარცხვინო ნინო ლომჯარიამ, ასევე ეკა გიგაურმა და სხვა დანარჩენებმა. მათი დრო წავიდა. დამთავრდა ბოკერიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დროც.

სურათი მძიმეა, რადგან პოლიტიკურ ველზე ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელმაც შეიძლება ქვეყანა მართოს. ეს ცუდია, ეს იგივეა, კრიტიკა არ იყოს ხელოვნებაში. თითქოს გამოჩნდნენ ახლები, მაგრამ პირველივე ნაბიჯი ფუნაში ჩადგეს. ეს ყველას შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ მერე ხომ უნდა იგრძნო, რომ სადაც დგახარ, ის ადგილი ყარს და უნდა გამოხვიდე მაქედან?! თუ თავად არ გესმის, ამის თაობაზე გეუბნებიან კეთილისმსურველები, შენი მეგობრები საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მაგრამ შენ ჯიუტად რჩები მანდ. დარჩები შალიკოს ფანჩატურში  და იქნები იქ, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური ველი ცარიელია. მაგალითად, „ლელომ“ ფუნაში დგომა მოინდომა და იდგნენ.

ამ რვა პარტიიდან, რომელზეც ვსაუბრობთ, ხუთი-ექვსი არის „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ზოგი მშენებელი გახდა, ზოგი „გირჩი“. „გირჩი“ ალბათ მსოფლიო საეკლესიო საბჭოსკენ აიღებს გეზს, რადგან როგორც ამბობენ, ყველა ეპისკოპოსია მანდ. ამიტომ ალბათ, იქ გააგრძელებენ საქმიანობას, რადგან პოლიტიკაში ყარან“

თეგები: გოგა ხაინდრავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved