საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე საზოგადოებას სიახლის შესახებ უზიარებს ინფორმაციას და წერს, რომ ევროპულ სკოლაში დაიწყო მუშაობა.
„დღეს სკოლაში გაკვეთილებს ვიწყებ. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ბედნიერება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლომდე არ არის მოწესრიგებული, ძალას არ დავიშურებ“, – წერს კეკელიძე.
კომენტარები