• რეკლამა
  • კონტაქტი
00:57, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ბრძოლა? ვის ვატანთ ჯაფარას, ხალხო, რისთვის ვატანთ?” – მეგი გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:03 05-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,818

ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე:

თუ ვამბობთ, რომ ვართ რუსებთან ბრძოლაში, მაშინ როგორ არის, რომ ტყვეებს ვატანთ საკუთარი ნებით?! გაგებით ვეკიდებით, რომ კიდევ ერთი ტყვე უნდა მივგვაროთ?! სად ვიბრძვით ხალხო, მარშებზე, რომელიც ღრმად ჰკიდია რეჟიმს, თავისას მიერეკება და მშვიდად ახდენს სრულიად ქვეყნის ოკუპაციას ? ყოველ საღამოს რუსთაველის გადაკეტვაა ბრძოლა თუ მიშასთან ბრძოლას ეძახით რუსულ ოცნებასთან ბრძოლას?!
წარმოუდგენელია, აქეთ მილიონი ადამიანი ვიყოთ, იქეთ ერთი მუჭა რუსის ხროვა და თუნდაც იმ ხალხის ნახევრის მობილიზება ვერ შევძლოთ, ვინც გარეთ გამოდის სხვადასხვა დროს და არ გავატანოთ ჯაფარა, მაშ ბრძოლა რაღაა, მაშ სად გადის ზღვარი, მაშ როგორღა და სადღა უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ თუ აქ და ახლა არა?! ხვალ ჯაფარას ვატანთ, ზეგ მელიას, მაზეგ გვარამიას, მერე გივის, ნანუკას, ბადრის და მამუკას ?! ვის ვატანთ ხალხო, რისთვის ვატანთ? ეს მილიონი კაცი, ვართ რეალურად თუ ფეიკია ეს ყველაფერი?
26 მაისს გამოდითო და ჰო, გამოვალთ და რა მერე, ჯერ არ გავსულვართ თუ ვინმეს ეშინია, ჩვენი გასვლის და სახლში მშვიდად წასვლის? ეს არის ბრძოლა?! მოლთან ხომ კინაღამ დამიჭირეს წინააღმდეგობის გაწევის გამო, ორი ბიჭი რომ არ გადამფარვოდა და წინ ჩოჩქოლს არ გადავერჩინე 4 შვილიშვილის ბებია და რუსთაველზე გზის გადაკეტვის გამო თავს ვერ დავაჭერინებ, შარში ვერ გავხვევ ჩემებს, მაგრამ გავიდეთ ჯაფარას გადასარჩენად, გავიდეთ ტყვეობიდან დასახსნელად და ბრძოლაში შევიდეთ ათასობით პატრიოტი რუსებთან, ჩემდა თავად წინ არ დამდგომის დედა ვატირე და უკან დამხევის კიდე ზემოდან !!!  ჯაფარას არ გატანება, პროცესის პარალელურად სასამართლოს გადაჭედილი ეზო ათიათასობით პატრიოტით, მეგაფონებითა და საყვირებით, მერე არ დაშლა და პროცესის დაწყება თუ გამწვავება გადაარჩენს დანარჩენ ტყვედ ასაყვანებს და აყვანილებსაც …
პ.ს. ვიცი, სტატუსების გამო იჭერენ ხალხს, არ გამოვრიცხავ რომ მოწოდებაში ჩამითვალონ ეს პოსტი და მეც დამიჭირონ, მაგრამ არ მეშინია? მეშინია-როგორ არ მეშინია რუსების ტყვეობაში ჩავარდნის, მაგრამ იმის უფრო მეშინია, ჩემი შვილიშვილები კადიროვის ჩეჩნეთში , რომელიმე ქოცის შვილს თვალში რომ არ მოუვა ჩემს გამო, ან ბაბუამისის პოზიციის გამო, ან მშობლების გამო ….
თქვენ არ გეშინიათ? ვისაც გეშინიათ გავიდეთ სასამართლოსთან, რომელ პარტიასაც ფული გაქვთ და ხომ ვიცით, რომ გაქვთ, გადაურიცხეთ გზის ფული რეგიონებში სანდო ხალხს , მებრძოლ პატრიოტებს და საბრძოლველად დაუძახეთ, დაუძახეთ თანამებრძოლი ჯარისკაცის გადასარჩენად “ყველა ერთისათვის” პრინციპით, მშვიდობიანი ხმაურითა და სიმრავლით გადავარჩენთ ჯაფარასაც და ქვეყანასაც და თუ რომელიმე პეროკრატი კვლავ ბევრს გაახურებს, იქვე ღრმად გავუკეთოთ ის მოძველებული სუსის პერო და გავუყენოთ რუსსკი კარაბლის გზას!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved