პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე, თეთრი სახლის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“აქამდე ხომ სულ ესენი გვაკვირდებოდნენ და ახლა ერთი ჩვენც დავაკვირდეთ: იმედია თავს ისე არ გაიბანძებენ, რომ უახლოეს წლებში ნატოს საზღვრებიდან მოუწიოთ რუსული ჩექმის გამოხვეტა!
ამდენი ხანი ემზადებოდნენ და ეს არის ამერიკის პირველი რეაქცია?! თითქოს ამ შუაღამისას დონეცკისა და ლუგანსკისკენ სულ ინვესტიციებით დატენილი ეშელონები მიდიოდა.”
ხათუნა ლაგაზიძე ეხმაურება ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც და წერს:
“არ ვთვლი რომ დღეს ერთმანეთისთვის ნიშნის მოგების დროა: სწორი განცხადებები გააკეთა დღეს პრეზიდენტმაც, პრემიერმაც, პარლამენტის თავ-რემაც და საგარეომაც და რაც მთავარია, დროული! ნუ, ყოველ შემთხვევაში, დონეცკს და ლუგანკს ინვესტიციების შეჩერებით არ დამუქრებიან, ამერიკელები კოლეგების მსგავსად.”
კომენტარები