• რეკლამა
  • კონტაქტი
06:51, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ამბავი საათნახევრის წინ მოხდა აქ, პარიზში, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, მინდოდა თუ არა ხმამაღლა თქმა” – ლელუკა ლაშხი

ალია ავტორი - ალია
18:25 02-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,415
ჟურნალისტი, ბლოგერი ლელუკა ლაშხი:
ეს ამბავი საათნახევრის წინ მოხდა აქ, პარიზში, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, მინდოდა თუ არა ხმამაღლა თქმა.
კი, მინდა, ძალიან!
გალერი ლაფაიეტის ესკალატორისკენ მივდივართ მე და ჩემი მეუღლე.
აი, როგორი უკულტურო, ხმამაღალი, ხეპრე და განა მხოლოდ იმ მოცემულობისთვის შეუფერებელი, საერთოდ, ნებისმიერი ადამიანის მხრიდან რომ შეგაშფოთებს, ისეთი ლაპარაკი მომესმა მარცხნიდან, ქართულად.
ორი ქალი. გაწეწილი თმით და დაფეთებული მზერებით.
ალბათ ბევრს გამოგიცდიათ, მოულოდნელობისგან მიღებული შოკი როგორ ემოციას იწვევს ფიზიკურად. არადა მაგრად ცხელა ლაფაიეტში. თითქოს ცივი, ბასრი სხეულით ჩამისერა ხორცი რაღაცამ.
მაშინვე ვიცანი ერთ-ერთი, იმის მიუხედავად, რომ რეალურ ცხოვრებაში არასოდეს შევხვედრივართ.
ეს ქალი ძალიან ბევრი წლის მანძილზე ჩემი გამომწერი, “ერთგული” და შორიდან “მოსიყვარულე”, ზედმეტად აქტიური იყო ჩემს ფბზე.
პირად მიმოწერაშიც არ მაკლებდა ქათინაურებს, ქებას და სიყვარულს.
მაგრამ საკმარისი იყო მისი მორალის საწინააღმდეგო ტექსტი გამომექვეყნებია, რუსებს შევხებოდი, ევროპაში გამოკრეფილ კრიმინალ ქართველებს შევხებოდი, იწყებოდა, მარა რა იწყებოდა. ისეთი სიტყვებით მეჭიმებოდა პირად, თუ საჯარო მიმოწერაში, თითქოს მისი დიდი ხნის ნაცნობი ვიყავი და ამის უფლება ჰქონოდა.
ერთ დღესაც, ქოცების დედის ტყვნამ საქვეყნო მასშტაბი რომ შეიძინა, მისმა ჩემდამი სიძულვილმაც მოთმინების კალაპოტი გაურღვია და მეგობრებიდან წავუშლივარ.
საიდან უნდა მცოდნოდა ეს ამბავი, თუ არა ე.წ. ფბ მეგობრობის შემოთავაზებები და ვხედავ მის პროფილს. რასაკვირველია, იქვე დავბლოკე, რომ მისი დუხი ჩემთან აღარ ყოფილიყო. მაგრამ იცით ასეთ მცირე ადამიანებს რა ახასიათებთ? რამდენიმე ყალბი ექაუნთი აქვთ და მაინც გაკვირდებიან ჩუმად, გველებივით.
ხოდა, აქ, შუა პარიზში გამომეცხადა.
ისე იყო ჩართული თავის რუს- ქოცურ დუხში, თვალებში შემომხედა და ვერ მიცნო.
სამაგიეროდ, მე გავიგონე, როგორი ბასრი ხმა და ქოცური პრონანსი ჰქონდა.
სახეებიც როგორ უგავთ ერთმანეთს. ვგიჟდები. ჩაცმის და გამოხატვის კულტურა.
ეს მართლა სენია, ხალხნო, უკურნებელი სენია_იყო ასეთი, მოგწონდეს ასეთად ყოფნა, მხარს უჭერდე მთელ იმ სიმყრალეს, მთელ იმ სიბინძურეს, მთელ იმ განუკითხაობას, უსამართლობას, ბავშვების ხოცვას, სიღარიბეს და უკან, ბნელ წარსულში თავით ხტომას, რაც დღეს საქართველოში ხდება.
უბრალოდ დაფიქრდით, ვინც ჯერ კიდევ ასე ბრმად უსმენთ და ენდობით ამ ხელისუფლებას.
ესენი, ხომ რუსეთში მიგათრევენ, ყველა უმსგავსობას და გაუგონარ უბედურებას გიკანონებენ.
გარწმუნებენ, რომ ევროპა, განსაკუთრებით საფრანგეთი რომ ჭაობი, გარყვნილი და ქართული ღირებულებებისთვის საწინააღმდეგო მოცემულობაა და თვითონ აქ დაძრწიან.
სიძულვილი კი არა, ასეთი ხალხის მიმართ ჯერ არნახული სისასტიკე მსურს!
დიახ, მთელი მათი მოდგმისთვის, ერთხელ მაინც რომ იგრძნონ, შორს რომ არ წავიდე, მხოლოდ იმ ორი ბავშვის გახეთქილი გული რას გრძნობდა, სანამ სამუდამოდ დახუჭავენ შიშით და სიკვდილით სავსე თვალებს!
რასაკვირველია, თავისუფლება მზიას და ყველა ღირსეულ, უსამართლოდ გამოკეტილ პატიმარს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved