• რეკლამა
  • კონტაქტი
01:10, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთმანეთს თვალებში ვეღარ შევხედავთ – ვიცოდით საფრთხეზე და არაფერი მოვიმოქმედეთ”

ალია ავტორი - ალია
23:55 04-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

ჩემო ძვირფასო კოლეგებო,

შეიძლება საქართველოდან ასე ჩანს რომ ჩვენ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ექიმებმა „თავს ვუშველეთ“ აქ წამოსვლით, მაგრამ ღმერთმა უწყის, რომ გულით და სულით მანდ ვართ; მხოლოდ იმიტომ რომ, საბედნიეროდ, მანამდე გამოვცადეთ ჩვენს თავზე ეს საშინელება ვიდრე თქვენამდე მოაღწევდა, ზუსტად ვიცით რა მოელის ჩვენს პატარა ქვეყანას და რამხელა საფრთხის ქვეშ ხართ პირველ რიგში თქვენ, ვკადნიერდები რომ გთხოვოთ:

ჩემი აზრით, ქვეყნისთვის ამ ისტორიულ მომენტში, მოქალაქეობრივი თვითშეგნების გარდა, პროფესიული პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ თქვენი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდეს!

მე კარგად მესმის რომ ისედაც დაბეჩავებულ, დასუსტებულ და ხშირად მანკიერ სისტემაში გიწევთ მუშაობა, სადაც თქვენი აზრის დაფიქსირება შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ, მაგრამ ახლა, როდესაც დღესავით არის ნათელი სად გადის ზღვარი სწორ ქცევასა და კომფორმიზმს შორის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ თქვენი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდეს!

ეს სენი არ დატოვებს არცერთ სპეციალობას, რომელსაც არ შეეხება, უკვე რამდენიმე კვირაა ბნელ ოთახში ვაცეცებთ ხელებს და რამდენი ნაღმია ოთახში, იმასაც კი ვერ ვხედავთ. შეიძლება სულ მალე ორთოპედებს თერაპევტობა მოგიწიოთ, ონკოლოგებს ინტენსივისტობა; ეს რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია რომ თქვენი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდეს!

თქვენ გაქვთ უფლება, რომ იყოთ სათანადოდ დაცული, მიუხედავად იმისა, რომელ კლინიკას წარმოადგენთ; თქვენ ხართ ჯარისკაცები ამ ომში და გჭირდებათ აღჭურვილობა, შიდა წრეებში ამის განხილვა საკმარისი არ არის, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ თქვენი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდეს!

ჩვენ პაციენტების დაცვა არა მხოლოდ კლინიკებში და სტაციონარში, არამედ მის გარეთაც გვევალება და, როდესაც რეალურ საფრთხეს ვხედავთ, მყისიერად უნდა ვიმოქმედოთ რომ ეს საფრთხე პაციენტს თავიდან ავაცილოთ. რათქმაუნდა პანდემია გადაივლის, რათქმაუნდა, როგორც ერი, ჩვენ გადავრჩებით, მაგრამ იგივე საქართველოში აღარ გავიღვიძებთ და ერთმანეთს თვალებში ვეღარ შევხედავთ, რადგან ვიცოდით საფრთხის შესახებ და არაფერი მოვიმოქმედეთ. ამიტომ გთხოვთ, მიმართეთ მთავრობას საერთო განცხადებით, რომ უზრუნველყოს საგანგებო მდგომარეობის აღსრულება გამონაკლისის გარეშე, მათ შორის ეკლესიებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

როდესაც ბევრნი ვიქნებით, მეტი შანსი იქნება რომ მოგვისმინონ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
პატივისცემით”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved