• რეკლამა
  • კონტაქტი
05:55, ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთხელ მაინც გინანიათ? ჩემგან და ლექსოსგან იცავდით ამ ქვეყანას? – მირანდა ბაღათურია მოძალადეებს

ალია ავტორი - ალია
18:29 12-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტმა, მირანდა ბაღათურიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმ მოძალადეებს, რომლებიც 5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისთან სასტიკად გაუსწორდნენ ბაღათურიას და მის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას სიტვით მიმართა და უთხრა:

როცა შემოიჭრნენ, ვერ შეგვამჩნიეს, კიბის კუთხეში ვიყავით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არავისთვის კითხვა არ დამისვამს, არავისთვის მიკროფონი არ მიმიშვერია, ვიცოდი რომ გაღიზიანებულები იყვნენ და ვცდილობდი ხმა არ ამომეღო. ლექსოს ვუთხარი და ამას ძალიან ვნანობ, ერთ-ერთს ჰქონდა ხელი გადაჭრილი, მოატრიალა კამერა რომ გადაეღო, ამ დროს ამ ადამიანებმა აღიქვეს, რომ ჩვენ ვუღებდით, მაშინვე დაიწყო აგრესია, ნუ გვიღებთო. მე და ლექსო შუაში მოგვიქცეს, იყო ქაოსი, ვინ საიდან გვეჯაჯგურებოდა, არ ვიცი, პირველი სამიზნე იყო ლექსო, რადგან იღებდა, თუმცა პირველი ძალადობა იყო ჩემზე, მისი ამოცნობა არ შემიძლია. ლექსო გარდა იმისა რომ ოპერატორია, ის კაცია და უთხრა, რას აკეთებთ, ჟურნალისტია, გოგოაო. სამიზნე იყო ლექსო და ტექნიკა, ლექსოც და მეც წინააღმდეგობას ვუწევდით, ვცდილობდი ამ ადამიანებისგან თავი დამეღწია, ლექსო ჰაერში აიტაცეს, აპარატურას, კამერას ხსნიდნენ და მისი მტვრევა დაიწყეს, ფეხებს, ხელებს ურტყამდნენ, 51 კილო ვარ და მთელი ძალით ვურტყამდი ყველას წიხლებს, ყველაფერს ვაკეთებდი, თუმცა, ვერაფერი გავაკეთე. ლექსო ქვედა სართულზე ჩაიყვანეს, განწირულად ვყვიროდი, ჩემ გაჩუმებას ცდილობდნენ. არც ერთი წამით არ გვიშვებდნენ….

დღეს ლექსოს მაისური ჩავიცვი. ეს მაისური მხოლოდ დაკრძალვაზე მეცვა, მინდა რომ ამ ადამიანს უყუროთ, ერთხელ მაინც გინანიათ რაც ჩაიდინეთ? ბრალდებულების მხრიდან არაერთხელ გამიგია, რომ ისინი ქვეყანას იცავდნენ, მაინტერესებს, ჩემგან და ლექსოსგან იცავდით ამ ქვეყანას?”

ადვოკატმა ჟურნალისტს რამდენჯერმე დაუსვა კითხვა, კონკრეტულად როგორ სცემდნენ, ერთად, თუ ცალ-ცალკე – “რიგში იდგნენ?”. მოსამართლემ ადვოკატს კორექტულობისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. 

საქმეს მხოლოდ 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

თეგები: ლექსო ლაშქარავამირანდა ბაღათურია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!

12:19 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved